არანაირი ღარიბაშვილის, კალაძის, კობახიძის კადრები არ არსებობს, არსებობს „ოცნების“ კადრები - კალაძე

04.03.24 13:15
არანაირი ღარიბაშვილის, კალაძის, კობახიძის კადრები არ არსებობს, არსებობს „ოცნების“ კადრები - კალაძე

დედაქალაქის მერი ამტკიცებს, რომ მთავრობის ადმინისტრაციაში ღარიბაშვილის კადრების წმენდა არ მიმდინარეობს. 

"არანაირი ღარიბაშვილის, კალაძის, კობახიძის კადრები არ არსებობს, არსებობს „ქართული ოცნების“ კადრები"- ამტკიცებს კახა კალაძე. 

როგორც კალაძემ მედიას განუცხადა, მმართველ გუნდში არანაირი დაპირისპირება არ არის.

სისულელეა, არანაირი ღარიბაშვილი, კალაძის, კობახიძის, პეტრეს და პავლეს კადრები არ არსებობს. არსებობს „ქართული ოცნების“ კადრები. ჩვენ ვართ ერთი გუნდი - „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო”. ჩვეულებრივი პროცესია, ვიღაც თავისუფლდება, ვიღაც ინიშნება. პირველი შემთხვევა ხომ არ არის!? არანაირი დაპირისპირება არ არსებობს. კობახიძემ იცის, თუ რა უნდა გაკეთდეს. ის იღებს გადაწყვეტილებას“,-აღნიშნა კალაძემ.

ახალმა პრემიერ-მინისტრმა ზურაბ აზარაშვილი  ჯანდაცვის მინისტრის თანამდებობიდან გაათავისუფლა. თანამდებობა დატოვა მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა რევაზ ჯაველიძემაც.

დღეს ზურაბ აზარაშვილმა ვრცელი პოსტი გამოაქვეყნა და მიანიშნა, რომ რომ "მძლავრი დაჯგუფებების ბიზნეს ინტერესებს" შეეწირა.

მსგავსი სიახლეები