შეთანხმება უნდა შედგეს- ნინო ლომჯარია

15.03.21 11:29
შეთანხმება უნდა შედგეს- ნინო ლომჯარია

საქართველოს სახალხო დამცველმა ხელისუფლებასა და ოპოზიციას მიმართა და კომპრომისისკენ მოუწოდა.  ნინო ლომჯარიამ ორივე მხარეს მიმართა, რომ იფიქრონ ქვეყნის განვითარებაზე, რეფორმებზე და ხალხს მომავლის რწმენა დაუბრუნონ

საქართველო ამდენ სტაგნაციასაქ და პოლარიზაციას ვეღარ უძლებს. - ამბობს საქართველოს სახალხო დამცველი.

საქართველოს ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის გამართულ მოლაპარაკებებში მედიატორის როლი საქართველოში ოფიციალური ვიზიტით ჩამოსულმა ევროკავშირის პრეზიდენტის სპეციალურმა წარმომადგენელმა იკისრა. მოლაპარაკებები ჯერ-ჯერობით არ დასრულებულა და შედეგის მიღებამდე ევროკავშირის წარმომადგენელი, კრისტიან დანიელსონი, საქართველოს დატოვებას არ აპირებს. 

მსგავსი სიახლეები