აზარაშვილმა, ფაქტობრივად, აღიარა, რომ კორუფციულ ბუდეს მოწყვიტეს - გიორგი ბოტკოველი

05.03.24 12:48
აზარაშვილმა, ფაქტობრივად, აღიარა, რომ კორუფციულ ბუდეს მოწყვიტეს - გიორგი ბოტკოველი

აზარაშვილმა, ფაქტობრივად, აღიარა, რომ კორუფციულ ბუდეს მოწყვიტეს, - ასე აფასებს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ რეგიონულმა მდივანი გიორგი ბოტკოველი ჯანდაცვის ყოფილი მინისტრის გუშინდელ აღიარებას. ოპოზიციის წევრის თქმით, ივანიშვილის მთავრობა ერთ დიდ კორუფციულ კლანს წარმოადგენს, რომელთა ინტერესშიც ხალხზე ზრუნვა არ შედის. 

აზარაშვილმა, ფაქტობრივად, აღიარა ის, რომ იმ კორუფციულ ბუდეს მოწყვიტეს, რომელ კორუფციულ ბუდეშიც თვითონაც იყო ჩართული და დღეს დაიწყო თურმე საუბარი იმაზე, რომ თურმე რომელიღაც წამალი შემოდიოდა არალიცენზირებულად ან არ შემოდიოდა.
რეალურად, ივანიშვილის პარტიის მთავრობა წარმოადგენს ერთ დიდ კორუფციულ კლანს, რომელ კორუფციულ კლანშიც მორიგეობით მოღვაწეობენ ადამიანები. ვიღაცა გამდიდრდება, მერე იმას გვერდზე გაწევენ, მერე ახალ გასამდიდრებელ ადამიანს შემოწევენ, მაგრამ, რეალურად, რაც ხდება ქვეყანაში ხელისუფლების ქმედებები ერთი რამისკენ არის მიმართული, რომ გააღარიბონ ჩვენი ქვეყნის მოსახლეობა, - განაცხადა გიორგი ბოტკოველმა.

 

მსგავსი სიახლეები