შეკითხვა მიანც არ გიჩნდებათ ცესკოს თავმჯდომარის უზარმაზარ ქონებასთან დაკავშირებით? - სამადაშვილი უმრავლესობას
მაინტერესებს, შეკითხვა მაინც არავის უჩნდება ცესკოს თავმჯდომარის მიერ შეძენილი უზარმაზარი ქონების წარმომავლობასთან დაკავშირებით?, - ამ შეკითხვით მიმართა "ლელოს" წევრმა სალომე სამადაშვილმა "ოცნებას" პლენარულ სხდომაზე. ოპოზიციის წევრის თქმით, იმ ფონზე, როდესაც ანტიკორუფციული ბიურო ოპოზიციის დეკლარაციების შესწავლით არის დაკავებული, ცესკოს თავმჯდომარის საეჭვო ქონებით არ ინტერესდება.
რამდენიმე დღის წინ „ტვ პირველის“ სიუჟეტით ჩვენ მოვისმინეთ რატომ არის მზად ეს ადამიანი სინდისზე, ნამუსზე აიღოს ხელი, გააკეთოს არაადეკვატური განცხადებები იმიტომ, რომ აღმოჩნდა, რომ თურმე მისი ფინანსური კეთილდღეობა პირდაპირ უკავშირდება „ქართული ოცნების“ მმართველობის შენარჩუნებას.
მაინტერესებს, შეკითხვა მაინც არავის არ უჩნდება ცესკოს თავმჯდომარის მიერ შეძენილი უზარმაზარი ქონების წარმომავლობასთან დაკავშირებით? და ნორმალური არის თუ არა, რომ ქვეყანა რომელიც აცხადებს, რომ ევროკავშირში უნდა გაწევრიანება, ანტიკორუფციული ბიურო არის დაკავებული ოპოზიციის საქმეების შესწავლით და ოპოზიციის დეკლარაციის შესწავლით, მაგრამ საერთოდ არავის არ ახსენდება, რომ ცესკოს თავმჯდომარე მხილებული იქნა სავარაუდოდ, საჯარო სივრცეში გავრცელებული ინფორმაციით, სავარაუდო კორუფციაში. აი, მაინტერესებს უმრავლესობის წევრები რას ფიქრობენ ამაზე? კაპიტალის დაგროვება ნორმალური მდგომარეობა არის ცესკოს თავმჯდომარისთვის? ამისთვის იღებთ ამ კანონმდებლობას, რომ განამტკიცოთ კიდევ უფრო მისი პოზიციები?“, - განაცხადა სამადაშვილმა.
ცესკოს თავმჯდომარის საეჭვო გამდიდრების შესახებ ჟურნალისტური გამოძიება შაბათის ეთერმა ჩაატარა. ირკვევა, რომ გიორგი კალანდარიშვილმა თანამდებობაზე ყოფნის პერიოდში 1 მილიონი ლარის ქონების დაგროვება მოახერხა, რომელიც ოჯახის წევრებზე გადააფორმა.