კანადის ყოფილი პრემიერი "ოცნების" მთავრობას: საკითხავია, ვისი წესებით გინდათ ცხოვრება
"საკითხავია, ვისი წესებით გინდათ ცხოვრება", - ასე ეხმაურება კანადის ყოფილი პრემეირ-მინისტრი, კიმ კებელი მიკროჩიპების სკანდალს და მმართველ პარტიას მოუწოდებს, ევროპულ ოჯახში გაწევრიანებისთვის გადადგას ქმედითი ნაბიჯები და გაიზიაროს ევროკავშირის ფასეულობები.
კემბელი საქართველოს მთავრობის წევრებს რუსეთთან ურთიერთობების გაციებას ურჩევს და აღნიშნავს, რომ ქვეყანის ეკონომიკის ზრდა პუტინთან თანამშრომლობით არ უნდა ხდებოდეს.
დარწმუნებული ვარ, რუსეთი ძალიან დიდ ძალისხმევას დებს მის გარშემო თავი არიდოს სანქციებს. თუ სახელმწიფოები, ან პარტიები მხილებული იქნებიან, ამას ექნება ძალიან ცუდი ეფექტი. საინტერესოა ის, რომ ეკონომიკური წინსვლა არის მათთვის ყველაზე მნიშვნელოვანი მიზანი, მაგრამ საქართველომ ამ მიზანს პუტინის მხარდამჭერით არ უნდა მიაღწიოს, ამიტომაც მათ უნდა იფიქრონ დიდ სურათზე. ბევრი ამაზე არ ფიქრობს და ეს არის რეალობა. თუ საქართველო გააგრძელებს სვლას ევროკავშირში გაწევრიანებისკენ, ეს იქნება მტკიცებულება პუტინისთვის. ახლა საკითხავია, ვისი წესებით გინდათ ცხოვრება. მე ვფიქრობ, საქართველომ უნდა იცხოვროს ევროკავშირის წესებით", - ამბობს კიმ კემპბელი.