ფინანსთა სამინისტრო არა ქართველ ხალხს, არამედ არაფორმალურ მმართველს და კლანს ემსახურება - ქუთელია

06.03.24 15:58
ფინანსთა სამინისტრო არა ქართველ ხალხს, არამედ არაფორმალურ მმართველს და კლანს ემსახურება - ქუთელია

"ფინანსთა სამინისტრო არაფორმალური მმართველის მიმართ არის ანგარიშვალდებული", - ასე ეხმაურება მიკროჩიპების სკანდალს საქართველოს ატლანტიკური საბჭოს ვიცე-პრეზიდენტი, ბათუ ქუთელია.

ქუთელია "პირველებთან" აცხადებს, ნაცვლად იმისა, რომ ლაშა ხუციშვილის უწყება ქართველი ხალხის ინტერესებს ითვალისწინებდეს და სამოქმედო გეგმას ეროვნული მიზნების საფუძველზე ადგენდეს, ფინანსთა სამინისტრო არაფორმალურ მმართველს და მის კლანს ემსახურება.

ფინანსთა სამინისტრო ანგარიშვალდებული არ არის არც ამ ქვეყნის მოქალაქეების მიმართ, არც ჩვენ პარტნიორებთან. ის არის ანგარიშვალდებული არაფორმალური მმართველის მიმართ და იმ კლანის მიმართ, რომელიც იღებს გადაწყვეტილებას", - ამბობს ქუთელია.

საქართველომ ამერიკიდან მიკროჩიპების იმპორტი 3 300 % გაზარდა. სად მიდის აღჭურვილობა რომელიც სამხედრო დანიშნულებისთვისაც გამოიყენება. სკანდალური დოკუმენტები პირდაპირ ამერიკის სენატიდან  რადიო თავისულებამ გაასაჯაროვა. დგინდება, რომ საქართველომ ამერიკიდან რუსეთ-უკრაინის ომის შემდეგ ისეთი მიკოროჩიპების შემოტანა დაიწყო, რომელიც 2016 წლის შემდეგ არასდროს უყიდია. 

ამ მონაცემების გამო  ამერიკელ სენატორებს ეჭვი აქვთ, რომ ჩვენი ქვეყნისთვის ნაყიდი ამერიკული ტექნოლოგიები რუსეთში ხვდება,  პუტინის რეჟიმი კი უკრაინაში ომითვის იყენებს.

 

მსგავსი სიახლეები