რა წერია ირაკლი კობახიძის ახალ განკარგულებაში, რომელიც "რესპუბლიკური საავადმყოფოს" ექიმებს გადაეგზავნათ?
რა წერია ირაკლი კობახიძის ახალ განკარგულებაში, რომელიც "რესპუბლიკური საავადმყოფოს" ექიმებს გადაეგზავნათ? - დოკუმენტში წერია, რომ ახალი პრემიერი ჯანდაცვის სამინისტროს ახალი კონცეფციის წარდგენას ავალებს, როგორი იქნება რესპუბლიკური საავადმყოფო და პროექტის ხარჯთაღრიცხვა.
1-ლი მარტით დათარიღებული დოკუმენტიდან ირკვევა, რომ სამინისტროს მიერ კონცეფციის წარდგენის შემდეგ
უნდა შეიქმნას უწყებათაშორისი საბჭო, რათა მათ ამ მიმართულებით გადასადგმელ სხვადასხვა ნაბიჯზე ერთობლივად იმსჯელონ.
"დაევალოს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს (შემდგომში - სამინისტრო)/ მის მიმართვაში არსებული ა(ა)იპ - საქართველოს სამედიცინო ჰოლდინგს, მოამზადოს და საქართველოს მთავრობას წარუდგინოს შპს "აკადემიკოს ნიკოლოზ ყიფშიძის სახელობის ცენტრალური საუნივერსიტეტო კლინიკის" (შემდგომში - კლინიკა) პროექტის ალტერნატიული/განახლებული კონცეფცია," - წერია განკარგულებაში.
კობახიძემ ღარიბაშვილის გადაწყვეტილება 24 თებერვალს გააუქმა.