ოპოზიცია მზად ვართ რაციონალური კომპრომისებისთვის - გიორგი ვაშაძე

15.03.21 11:11
ოპოზიცია მზად ვართ რაციონალური კომპრომისებისთვის - გიორგი ვაშაძე

ევროპული საბჭოს პრეზიდენტის პირადი წარმომადგენლის, კრისტიან დანიელსონის შეხვედრა  ოპოზიციის ლიდერებთან დასრულდა."სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერი გიორგი ვაშაძე ამბობს, რომ დანიელსონის საქართველოში დარჩენა ნიშნავს, რომ შეთანხმებას ვერავინ გაექცევა. ვაშაძე მიიჩნევს, რომ მოლაპარაკებები კონკრეტული შედეგით უახლოეს დღეებში უნდა დასრულდეს. 

დანიელსონი შეეცდება მანამ იყოს საქართველოში სანამ შეთანხმება არ მოხდება, რომ გითხრათ დღეს რამე კონკრეტული ნაბიჯით წინ წავიწიეთ არ არის ესე, მოლაპარაკება გაგრძელდება, ოპოზიცია მზად ვართ რაციონალური კომპრომისებისთვის, დოკუმენტის შინაარსზე ვერ ვსაუბრობთ. სიტუაცია მარტივი არ არის, შეიძლება შეხვედრა იყოს ხვალ და არა დღეს. როგორც ჩანს არის ბევრი საკითხი რომელზეც არის აზრთა სხვადასხვაობა, მაგრამ უახლოეს დღეებში უნდა მივიდეთ დასრულებამდე - ამბობს ვაშაძე.

შეგახსენებთ, რომ  ოპოზიციური პარტიების ლიდერები ევროპული საბჭოს პრეზიდენტის პირად წარმომადგენელს, კრისტიან დანიელსონს შეხვდნენ. დანიელსონმა საქართველოში ვიზიტი  დღევანდელი შეხვედრების გამო კიდევ ერთი დღით გაახანგრძლივა.