პროკურატურა ცდილობს ეს მუტრუკი არ მოიყვანოს სასამართლოზე - უგულავა

03.07.21 15:08
პროკურატურა ცდილობს ეს მუტრუკი არ მოიყვანოს სასამართლოზე - უგულავა

გიგი უგულავა მიიჩნევს, რომ  პროკურატურა აეროპორტის ინციდენტზე  მოწმეების გადამალვას ცდილობს. უგულავას აზრით, ძიუდოისტი ბადრი გავაშელიშვილი უბრალოდ "პაიკია" და ხელისუფლებამ დიდი ხანია სპორტსმენების ზონდერებად გამოყენების პრაქტიკა დიდი ხანია დანერგა.

გავაშელიშვილი პაიკი და ნაძირალაა, მასთან რა საქმე უნდა მქონდეს, იმდენი ვაჟკაცობაც არ ჰყოფნის, რომ მოვიდეს სასამართლოზე. ჩვეულებრივი დეგრადირებული ნაძირალაა. ეს 2 ადამიანი არიან ჩვეულებრივი მოძალადეები, ვისხედით ველოდებოდით გაფრენას, მოვიდნენ, აშარდნენ, დაიწყეს ჩხუბი. პროკურატურა ცდილობს ეს მუტრუკი არ მოიყვანოს სასამართლოზე ეშინია, რომ ჩვენ დავკითხავთ მხარე, ეშინია ჟურნალისტების

მოსამართლე, რომელიც "გააპრავებს" იმას, რომ გარშემო 20 კამერაა, არ ამოიღებს არც ერთს და შემდეგ მთელი პროცესი იქნება მარჩიელობაზე, ისაა მოსყიდული და მონა, რომელსაც არ უნდა ეწყინოს, რომ მონას დაუძახებენ", - ამბობს უგულავა.

შეგახსენებთ, რომ საქმე ეხება ე.წ. აეროპორტის ინციდენტს, რომელიც 2019 წელს მოხდა. გიგი უგულავას აეროპორტში 2 ძიუდოისტის ცემას ედავებიან. სასამართლო პროცესზე გავაშელიშვილი არც გუშინ გამოცხადდა და მიზეზად ჯანმრთელობის მდგომარეობა დაასახელა, თუმცა ტვ პირველის კამერამ დღეს ის ფეხბურთის თამაშის დროს დააფიქსირა.