გია ვოლსკის პირველი კომენტარი სკანდალური ჩანაწერის გავრცელების შემდეგ (ვიდეო)
კონსპირაციული შეხვედრა ხიდაშელთან - სკანდალური აუდიო-ჩანაწერის გავრცელების შემდეგ, პარლამენტის ვიცე-სპიკერი, გია ვოლსკი პირველ კომენტარს "პირველებთან" აკეთებს.
"ქართული ოცნების" ლიდერი ამტკიცებს, რომ პრორუს ოლიგარქთან ქვეყნის ინტერესების საზიანოო არაფერი განუხილავს, არც ბიზნესზე უსაუბრიათ და არც "ჩერეზ რუსეთით შესვლაზე".
ვოლსკი კატეგორიულად უარყოფს ინფორმაციას, რომ ხელისუფლების მოქმედებები კრემლთან არის შეთანხმებული.
ჩერეზ რუსეთი არ შეიძლებათქო შესვლა, ადამიანებს იჭერენ ამის გამო. კანონი არ უნდა დაირღვესთქო. აფხაზეთის დერიტორიაზეა საუბარი, ფსოუდან არც შესვლა, არც გამოსვლა კანონით არ შეიძლება.
რა ხორბალზე საუბრობთ? -არა, საერთოდ არ გვისაუბრია. არანაირ ბიზნესზე, არანაირ თემაზე, რომელიც რომელიც ეხება ისეთ საქმეს, რასაც შეიძლება დაარქვა ან რაღაც საკითხების განხილვა, ასეთი თემა არ ყოფილა ზოგადად.
ვთქვით, რომ რუსეთზე მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული საქართველო, საუბარი იყო ფქვილზე, ხორბალზე არაფერი...
რუსეთთან ურთიერთობის რაიმე თემა განხილული არ ყოფილა, გარდა იმისა, რაზეც იყო საუბარი - თქვა, რომ კარგი იქნება დავუბრუნდეთ, იმ შეთანხმებას, რომელიც ჰქონდა საქართველოს 2011 წელს"- აცხადებს ვოლსკი.
"პირველების" კითხვაზე, რა ლეგიტიმაციით საუბრობს ხიდაშელი, "ქართული ოცნების" ლიდერი ამბობს, რომ ბიზნესმენს "არავითარი სტატუსი არ აქვს და არავის სახელით არ საუბრობდა"
ვოლსკის მტკიცებით, რუსეთის ელიტასთან დაახლოებულ ბიზნესმენს გუშინ პირველად შეხვდა - "ხიდაშელმა დაურეკა და შეხვედრა ითხოვა".
"ადამიანები თავიანთ მოსაზრებას უზიარებენ ხოლმე მეორე ადამიანს. არ ვიცნობდი, თვალმოკრული მყავს, გუშინ გავიცანი, ზარი გამოუშვა, თქვა, რომ საინტერესო მოსაზრებები აქვს აფხაზეთის თემასთან დაკავშირებით.
რაიმე წინადადება, რომელიც უპირისპირდება იმ პოლიტიკას, რომელიც გვაქვს, ესეთი არ ყოფილა"- დასძინა "ქართული ოცნების" წევრმა.
რაზე ესაუბრებოდა "ქართული ოცნების" დეპუტატი დავით ხიდაშელს?
კონსპირაციული შეხვედრის დროს გაკეთებულ აუდიო ჩანაწერის ნაწილი უხარისხოა, მეორე ნაწილში კი კარგად ისმის როგორ ახსენებს ვოლსკი ოკუპანტ ქვეყანას.
ციტატა: "შევდივართ .... ჩერეზ რუსეთ"
საუბარი ენერგეტიკისა და ფქვილის შესახებ
გაშიფრულია, კონსპირაციული შეხვედრის დროს გაკეთებული ჩანაწერის, კიდევ ერთი ფრაგმენტი - ამჯერად პრორუსი ბიზნესმენი გია ვოლსკის ენერგეტიკისა და ფქვილის შესახებ ესაუბრება.
"გენერატორს გააუქმებს დენისას და აღმოვჩნდებით მე-18 საუკუნეში"- ამბობს ხიდაშელი.
რას ითხოვდა სანქცირებული რუსი ოლიგარქი ივანიშვილისგან?
მედია არქივს კარგად ახსოვს ივანიშვილისა და ევტუშენკოვის სკანდალური საუბრის ჩანაწერი. მაშინ ქართველი ოლიგარქი რუს ოლიგარქს ხორბლის რუსეთიდან შემოტანის სქემაზე ესაუბრებოდა.
დავით ხიდაშელი და „ქართული ოცნების” დეპუტატი გია ვოლსკი საქართველოს პარლამენტის გვერდით მდებარე კაფეში "დროას" წევრებმა გადაიღეს.
ინფორმაცია, რომ დავით ხიდაშელთან ვაჭრობისა და აფხაზეთთან კონფედერაციის საკითხზე ისაუბრა, გია ვოლსკიმ დაადასტურა.