ფეშენებელური ვილა, საათები და ფერწერული ტილოები - ფუფუნების მოყვარული განათლების მინისტრი

07.03.24 20:26
ფეშენებელური ვილა, საათები და ფერწერული ტილოები - ფუფუნების მოყვარული განათლების მინისტრი

 

ფუფუნების მოყვარული საქართველოს განათლების მინისტრი - მთავრობის  კიდევ ერთი მდიდარი წევრი, რომლის  ქონებაც ნამდვილად შთამბეჭდავია. მხოლოდ შინდისში მშენებარე ფეშენებელური ვილის კარკასი ღარიბი ქვეყნის მინისტრს თითქმის მილიონი დაუჯდა. მისი ოჯახის მფლობელობაშია სახლები და კომერციული ფართი თბილისში. როგორც ქონებრივი დეკლარაციიდან ირკვევა ამილახვარი საათების, სამკაულების და ძვირადღირებული ფერწერული ტილოების  მოყვარულიც არის.

მხოლოდ ერთ მაჯის საათში მინისტრმა 9700 ევრო გადაიხადა. ამილახვარის მფლობელობაშია 76 ათას ევროდ ნაყიდი მერსედესიც. ასევე დეკლარაციიდან ირკვევა, რომ საქართველოს მთავრობის წევრი ყოველწლიურად მოგზაურობასა და ტანსაცმელში 20 ათასს ხარჯავს.  ყველზე საინტერესო კი ის არის, რომ განათლების მინისტრი საკუთარ სისტემას არ ენდობა. ამიტომ შვილები კერძო სკოლებში დაჰყავს, რაშიც სერთო ჯამში დაახლოებით 40 ათასს იხდის.

მსგავსი სიახლეები