რუსეთი გააქტიურებს ილუზიას, რომ თითქოს არსებობს რესურსი, დალაგდეს ურთიერთობები ოკუპირებულ ტერიტორიებთან - სამადაშვილი
„ველოდები, რომ რუსეთი გააქტიურებს ამ თემას, გააქტიურებს ამ ილუზიის შექმნას, რომ თითქოს არსებობს რესურსი, დალაგდეს ურთიერთობები ოკუპირებულ ტერიტორიებთან,“ ამ განცხადებას „რეაქციაში“ ლელოს დეპუტატი სალომე სამადაშვილი აკეთებს და ვოლსკისა და ხიდაშელის სკანდალურ შეხვედრას ეხმაურება.
სამადაშვილი დარწმუნებულია, რომ საარჩევნო პერიოდში რუსეთი და საქართველოს მთავრობა ახალ თემას გააქტიურებს, რომ საზოგადოებას შეუქმნას ილუზია, თითქოს ოკუპირებულ ტერიტორიებთან დაკავშირებით პრობლემას „ოცნების“ ხელისუფლება მოაგვარებს.
როგორც სამადაშვილი ამბობს, ეს სრული აბსურდია და ილუზიის შექმნას ემსახურება, სინამდვილეში, რუსეთს ერთი ინტერესი აქვს, რომ საქართველოს მთავრობაში იყოს ხელისუფლება, რომელიც მისი მოკავშირე იქნება.
შეიძლება არც ერიდება ოცნება იმის დამალვას, რომ მათი მთავარი მოკავშირე არის ჩვენი ქვეყნის ოკუპანტი სახელმწიფო, რომელიც დღეს ებრძვის მთელ დემოკრატიულ სამყაროს, არა მარტო უკრაინას და რუსეთის გაცხადებული ამოცანა არის, რომ „ქართულმა ოცნებამ“ შეინარჩუნოს ქვეყანაში ძალაუფლება.
დავით გარეჯის საქმე, რომელიც სამწუხაროდ, დაუჯდა ძალიან ძვირი უდანაშაულო პროფესიონალ ადამიანებს, იყო ხიდაშელის აგორებული. „ქართულ ოცნებას“ დღეს აქვს ისტორიულ მინიმუმზე დასული მხარდაჭერა - სჭირდება თუ არა ამ ვითარებაში რუსულ ხელისუფლებას ახალი პოლი8ტიკური იდეები, რომლითაც შეეცდება, რომ საზოგადოებას შეასაღოს პოტენციურად პოლიტიკური გადაწყვეტილებები? - ვფიქრობ რომ კი, სიმართლე გითხრათ, პირადად, ველოდები, რომ რუსეთი გააქტიურებს ამ თემას, გააქტიურებს ამ ილუზიის შექმნას, რომ თითქოს არსებობს რესურსი, დალაგდეს ურთიერთობები ოკუპირებულ ტერიტორიებთან. დაემთხვა ხომ საოკუპაციო წარმომადგენლების ქება-დიდება ამ ხელისუფლების მიმართებით, ახლა ეს იდეები, რომელიც როგორც ჩანს, სადღაც მუშავდება და ხიდაშელი ამ იდეებს ტესტავს თუ ამუშავებს ქართული ოცნების წარმომადგენლებთან იმიტომ, რომ მათ სჭირდებათ ახალი თემები, შემოაგდონ წინასაარჩევნოდ,“ - ამბობს სალომე სამადაშვილი.