ვოლსკის შეხვედრის მიზეზი და მიზანია, რომ მათ შეძლონ, უფრო მეტი მილიონები იშოვონ - ბოტკოველი

07.03.24 21:59
ვოლსკის შეხვედრის მიზეზი და მიზანია, რომ მათ შეძლონ, უფრო მეტი მილიონები იშოვონ - ბოტკოველი

„არაფერი კითხვები არ გაგვჩენია, ამ საქმისთვის არიან მოსულები, ვოლსკიც, კობახიძეც, ღარიბაშვილიც, ამ საქმისთვის არის ივანიშვილიც“, - ასე ეხმაურება „ოცნების“ დეპუტატის სკანდალურ შეხვედრას  პუტინის კაცთან „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატი გიორგი ბოტკოველი.

როგორც დეპუტატი ამბობს, ივანიშვილის ხელისუფლება ცდილობს, ქვეყანა სრულად იმპორტზე დამოკიდებული გახადოს.  

მოვისმინეთ ფრაზები, სადაც ამბობს, რომ ისეთი არაფერი მითქვამს, რაც ჩვენს პოლიტიკას არ შეესაბამებოდა. მაგალითად, ფქვილზე ისაუბრა, ფქვილი შემოდის რუსეთიდან, აქ ქართული ხორბალი გაუფასურებულია, 40 თეთრი ღირს, პური - 1.50 ლარი. საიდან ხომ? - მდიდრდებიან ეს ადამიანები ამ ბიზნესით. ჩვენი ქვეყანა ივანიშვილის პარტიის პირობებში, სულ ცოტა ხანში, თუ კიდევ მიეცათ საშუალება, სრულად იმპორტზე დამოკიდებული ქვეყანა გახდება.
ეს არის ვოლსკის შეხვედრის მიზეზი და მიზანი, რომ მათ ისევ შეძლონ უფრო მეტი მილიონები იშოვონ, გამდიდრდნენ, როგორ შეფუთავენ, ეს სხვა საქმეა, მაგრამ ფაქტობრივად, ეს ადამიანები არიან დიდი კორუფციული კასტა, რომელიც უნდა მოშორდეს,“ - ამბობს ბოტკოველი. 

სკანდალური შეხვედრა პუტინის კაცთან - რაზე ესაუბრებოდა ვოლსკი ხიდაშელს?
 

მსგავსი სიახლეები