ვოლსკი ხიდაშელს ასე საჯაროდ არ შეხვდებოდა, თუ არ ექნებოდა დავალება ივანიშვილისგან - გოცირიძე

07.03.24 22:08
ვოლსკი ხიდაშელს ასე საჯაროდ არ შეხვდებოდა, თუ არ ექნებოდა დავალება ივანიშვილისგან - გოცირიძე

„არ უნდა ეპატიოს ივანიშვილს ამნაირი ადამიანების ღიად შემოყვანა საქართველოს საზოგადოებრივ ცხოვრებაში, ეს ადამიანი პირდაპირ უნდა გამოცხადდეს პუტინის კაცად, პუტინის ემისრად, რომელიც ხვდება ღიად ხელისუფლების წარმომადგენლებს, მათ შორის პარლამენტის წევრს,“ - ამ განცხადებას „ევროოპტიმისტების“ დეპუტატი რომან გოცირიძე აკეთებს.

„რეაქციაში“ გოცირიძე ეხმაურება პუტინთან დაახლოებული ბიზნესმენის დავით ხიდაშელისა და „ქართული ოცნების“ დეპუტატ გიორგი ვოლსკის შორის გამართულ შეხვედრას. გოცირიძის შეფასებით, ვოლსკი საჯაროდ არ შეხვდებოდა ხიდაშელს, თუ ამაზე მითითება ივანიშვილისგან არ ექნებოდა.

ხიდაშელის ღიად გამოჩენა, როგორც რუსეთთან დაკავშირებული ადამიანისა საქართველოს სივრცეში, მისი ლეგალიზაცია ნიშნავს, რომ ფაქტობრივად, საქართველოს ხელისუფლებას არ ეშინია საზოგადოებრივი რეაქციის, აღარ ეშინია. მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ ვოლსკი არ არის ისეთი ბრიყვი, რომ საჯაროდ შეხვედროდა. ზუსტად როგორც დაურეკა ევტუშენკოვმა ბიძინა ივანიშვილს დას უთხრა, რომ ჩემი წარმომადგენელი მოვა და შეხვდიო. რა თქმა უნდა, ვოლსკი ხიდაშელს ასე საჯაროდ არ შეხვდებოდა, თუ არ ექნებოდა პირდაპირი დავალება ბიძინა ივანიშვილისგან.
ეს შეხვედრა არის პლენარული დარბაზიდან 20 მეტრში, იქ დავდივართ ჩვენც, ჟურნალისტებიც დადიან, ძალიან კონსპირაციული შეხვედრის სახესაც ნუ მივცემთ, აქ ლაპარაკია, მოურიდებელი საჯარო შეხვედრა ერთი მხრივ, თემები, რაც გამოვიდა აფხაზეთთან დაკავშირებით, ანუ  ეს კაცი არის რეალური მომლაპარაკებელი თუნდაც აფხაზეთის საკითხებზე,“ - ამბობს რომან გოცირიძე.

 

მსგავსი სიახლეები