როგორ შეიძლება შეხვდე უმაღლესი თანამდებობის პირი ადამიანს, ვინც წარმოადგენს აგრესორი ქვეყნის ინტერესს - ახვლედიანი
დღის წესრიგში გვაქვს ერთი ამოცანა - კოორდინაცია და გეგმა, როგორ შევძლოთ, რომ გავიტანოთ ეს მმართველობა პოლიტიკური სცენიდან,“ - ამ განცხადებას „რეაქციაში“ დეპუტატი არმაზ ახვლედიანი აკეთებს.
ახვლედიანი „ქართული ოცნების“ დეპუტატისა და პუტინთან დაახლოებული ბიზნესმენის დავით ხიდაშელის შეხვედრას ეხმაურება და ამბობს, რომ ეს „არანორმალურია“. ახვლედიანის თქმით, ახლა ოპოზიციამ კოორდინაცია უნდა შეძლოს და ხელისუფლება 2024 წლის არჩევნებზე შეცვალოს.
ვერ მოვიწონებ თავად ფაქტს, გნებავთ, დახურული ყოფილიყო, გნებავთ, ღია, მე თუ მკითხავთ, არ მომწონს. როგორ შეიძლება შეხვდე სახელმწიფოს უმაღლესი თანამდებობის პირი ადამიანს, ვინც ჩემთვის და ბევრისთვის წარმოადგენს აგრესორი ქვეყნის ინტერესს.
ამ თემას მივაბამ ერთადერთს, რომ თუ ჩვენ ვერ მოვახერხეთ, საქართველოს ოპოზიციურმა სპექტრმა, პასუხისმგებლიანმა ოპოზიციამ თუ ვერ მოვახერხეთ კოორდინაცია წინასაარჩევნოდ, უნდა ვიცოდეთ, რომ 2024 წლის არჩევნების შემდეგ, იმ შემთხვევაში თუ ამ შანსს ჩვენ ოპოზიცია კი არა, საქართველოს გავაშვებინებთ ხელიდან, რომ ერთიანი ფრონტით არ შევუტიოთ ამ უკუღმართ მმართველობას, მაშინ მონაგონი იქნება შეხვედრები და რუსული ინტერესი საქართველოში.
მოვემზადოთ არჩევნების გზით ამათ გასაშვებად, ამ მახინჯი სისტემის დემონტაჟისთვის. ერთადერთი გზა, რომ მე და ჩემი ქვეყანა ვიყოთ დაცული რუსული საფრთხისგან არის მხოლოდ ის, რომ საქართველოში მივიღოთ ნორმალური მმართველობა, ეს არის გარანტია, სხვა არ არსებობს,“ - ამბობს არმაზ ახვლედიანი.
სკანდალური შეხვედრა პუტინის კაცთან - რაზე ესაუბრებოდა ვოლსკი ხიდაშელს?