რა კონფედერაციის საკითხი უნდა წყდებოდეს ვოლსკის და ხიდაშელის შეხვედრაზე? - რაქვიაშვილი
"ვერ დავიჯერებ, რომ ისინი მართლა სერიოზულ თემაზე ლაპარაკობდნენ - რა კონფედერაციის საკითხი უნდა წყდებოდეს ვოლსკის და ხიდაშელის შეხვედრაზე?,“ - ამ განცხადებას „გირჩის“ ლიდერი სანდრო რაქვიაშვილი აკეთებს.
სანდრო რაქვიაშვილის შეფასებით, ვოლსკისა და ხიდაშელის შეხვედრაზე სერიოზულ თემებს ვერ განიხილავდნენ.
როგორც რაქვიაშვილი ამბობს, ოკუპირებულ ტერიტორიებთან დაკავშირებული საკითხები სახელმწიფოში ტაბუირებულია.
ჩვენ საზოგადოებაში ოკუპირებული ტერიტორიების თემა არის ტაბუირებული. სინამდვილეში, ჩვენ არ გვაქვს გულწრფელი საუბარი, საერთოდ რას ვშვრებით, მაგალითად, უკრაინაში რომ დამარცხდნენ რუსები და გაიყვანონ ჯარი, მერე რას ვშვრებით, გასაგებია, სამაჩაბლო სპეციფიკური სიტუაციაა, მაგრამ თუნდაც ავიღოთ აფხაზეთი - ტანკებით შევალთ, რას ვიზამთ, ბრძოლას დავიწყებთ? ან მოლოდინი გვაქვს, რომ ისინი დანებდებიან და ჩაგვეხუტებიან? ბევრი დრო გავიდა, ამაზე არც ვლაპარაკობთ, ან იგივე ეკონომიკური ურთიერთობები, ჩვენ გვაქვს ეკონომიკური ურთიერთობები აფხაზეთთან - გვაქვს და ეს არის სუს-ით კონტროლირებადი ურთიერთობები,“ - ამბობს რაქვიაშვილი.
სკანდალური შეხვედრა პუტინის კაცთან - რაზე ესაუბრებოდა ვოლსკი ხიდაშელს?