ზალუჟნი დიდ ბრიტანეთში უკრაინის ელჩად დაინიშნა
უკრაინის შეიარაღებული ძალების ყოფილი მთავარსარდალი ვალერი ზალუჟნი დიდ ბრიტანეთში უკრაინის ელჩად დაინიშნა. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინის საგარეო უწყება ავრცელებს.
2024 წლის 7 მარტს, ხუთშაბათს, უკრაინის პრეზიდენტმა დაამტკიცა ვალერი ზალუჟნის კანდიდატურა დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებულ სამეფოში უკრაინის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის პოსტზე", - წერია განცხადებაში.