"არავითარი პერსპექტივა არ აქვს" - ახვლედიანი რუსეთის ახალ განზრახვაზე

08.03.24 11:15
"არავითარი პერსპექტივა არ აქვს" - ახვლედიანი რუსეთის ახალ განზრახვაზე

"ამის განხორციელებას არავითარი პერსპექტივა არ აქვს", - ასე აფასებს დეპუტატი არმაზ ახვლედიანი ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმის განზრახვას, ახალი სატრანზიტო გზის ჩამოყალიბებასთან დაკავშირებით.

როგორც ახვლედიანი ამბობს, ეს იდეა მარცხისთვის არის განწირული.

თუ ვინმეს ეს თავში მოუვიდა, ამის განხორციელებას არავითარი პერსპექტივა არ აქვს. როგორც ეკონომიკურად, ასევე პოლიტიკურად, ეს იქნება არა უბრალოდ დამაზიანებელი, დამანგრეველი ბევრი თავლსაზრისით,“ - ამბობს არმაზ ახვლედიანი. 

ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმი ახალ ტრანზიტო  გზაზე ალაპარაკდა - აგრესორ რუსეთს ამჯერად ოკუპირებული ტერიტორიების და შემდეგ საქართველოს გავლით ტვირთების გატანა უნდა - ანუ გამოდის, რომ საქართველო გამტარი უნდა გახდეს.

 

მსგავსი სიახლეები