"სექსუალური შევიწროება ჩემი ყოველდღიურობა გახდა" - რას ყვება ონლაინ სექსუალური შევიწროების მსხვერპლი ექიმი

08.03.24 11:54
"სექსუალური შევიწროება ჩემი ყოველდღიურობა გახდა" - რას ყვება ონლაინ სექსუალური შევიწროების მსხვერპლი ექიმი

"ეს შემთხვევა იმით გამოირჩეოდა, რომ დინამიკაში ხანგრძლივად გრძელდებოდა", - პროფესიული საქმიანობის გამო ონლაინ სექსუალური შევიწროების მსხვერპლი ექიმი ამბობს, რომ მას 6 თვის განმავლობაში ავიწროებდნენ. 

როგორც ეკა კვირკველია "პირველებთან" ყვება, მისი ვიდეო ბლოგის გამო, სადაც სექსოლოგიასა და გინეკოლოგიაზე საუბრობს, ის ღირსებისშემლახავ შეტყობინებებს იღებს.

იყო ჩემი სექსუალური შევიწროების მცდელობები, ეს გამოიხატებოდა ვიდეო და ფოტო მასალის გამოგზავნით, ასევე ღირსებისშემლახავი ტექსტების გამოგზავნით, რაც ძალიან მძიმე იყო ჩემთვის და არ იყო ერთადერთი შემთხვევა. თუმცა ეს შემთხვევა იმით გამოირჩეოდა, რომ დინამიკაში ხანგრძლივად გრძელდებოდა. თუმცა, რაც გინეკოლოგიასა და სექსოლოგიაზე ხმამაღლა დავიწყე ჩემი ვიდეო ბლოგის სახით, ჩემი სექსუალური შევიწროება ჩემი ყოველდღიურობა გახდა,“ - ამბობს ეკა კვირკველია.

პროფესიული საქმიანობის გამო ექიმი ონლაინ სექსუალური შევიწროების სამიზნე გახდა. მის უფლებებს "პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის" იცავს.

PHR-ის ინფორმაციით, ეკა კვირკველია ექიმი რეზიდენტი რეპროდუქტოლოგი, სექსოლოგი, კავკასიის უნივერსიტეტსა და შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის მეან-გინეკოლოგიის მიწვეული ლექტორია, რომელიც 1 წელზე მეტია პაციენტების საგანმანათლებლო ბლოგს აწარმოებს ონლაინ პლატფორმებზე, სადაც მის პროფესიულ საქმიანობაზე საუბრობს.

მსგავსი სიახლეები