უმრავლესობა ქართველი ხალხის გაჭირვებას დასცინის - სამადაშვილი
უმრავლესობა ქართველი ხალხის გაჭირვებას დასცინის, - ასე აფასებს "ლელოს" წევრი სალომე სამადაშვილი მტავრობის წევრებისთვის ხელფასების გაზრდას. ოპოზიციის წევრის თქმით, იმ ფონზე, როდედსაც ხელისუფლება პენსიონერებისთვის პენსიის მომატების წინააღმეგია, საკუთარ კეთილდღეობაზე ზრუნავს და გამონახა თანხა, რომ ხელფასები გაიზარდოს.
სამადაშვილი პირდაპირ ამბობს, რომ პრობლემა ქვეყანაში აყვავებული ელიტური კორუფციაა, რომლითაც მტავრობის წევრები ფულს ისედაც შოულობენ.
უმრავლესობის წარმომადგენლები დასცინიან ქართველი ხალხის გაჭირვებას, გაზრდილ ფასებს, უმუშევრობას და შიმშილს ჩვენს ქვეყანაში. მხოლოდ ზრუნავს საკუთარი ჩინოვნიკების, საკუთარი სისტემის კეთილდღეობაზე და მაშინ, როდესაც აცხადებენ, რომ, მაგალითად, "ლელოს" გეგმა, რომ პენსია გაიზარდოს 1000 ლარამდე, თურმე არის უტოპიური, ამ დროს უტოპიური არ არის საკუთარი მინისტებისთვის ხელფასის კიდევ უფრო მომატება, როდესაც მათ ძალიან მშვიდად აქვთ უზარმაზარი შემოსავლები ელიტუირ კორუფციიდან, რომელიც არის ამ ქვეყნის ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა, - ამბობს სამადაშვილი.
2025 წლიდან საქართველოს პრემიერ-მინისტრი გაცილებით მეტ ხელფასს აიღებს - "ქართულმა ოცნებამ" მთავრობის წევრებისთვის ხელფასების მატებას მხარი დაუჭირა. უკვე გადაწყვეტილია, რომ მხოლოდ მთავრობის მეთაურის ხელფასი, მაქსიმუმ, შესაძლოა, 13 300 ლარი გახდეს. 13 300 ლარი ხდება პრეზიდენტის ყოველთვიური სარგოც. გაჭირვებული ქვეყნის მინისტრები კი, საშუალოდ, 11 ათას ლარზე მეტს აიღებენ ყოველთვიურად.