კობახიძე ქმნის ილუზიას, რომ მისი წინამორბედი იყო ცუდი და თავად არის კარგი - ანა გოგოლაძე

08.03.24 15:16
კობახიძე ქმნის ილუზიას, რომ მისი წინამორბედი იყო ცუდი და თავად არის კარგი - ანა გოგოლაძე

კობახიძე ქმნის ილიუზიას, რომ მისი წინამორბედი იყო ცუდი და თავად არის კარგი, - ამის შესახებ თბილისის საკრებულოს ოპოზიციონერი წევრი ანა გოგოლაძე საუბრობს.  დეპუტატის თქმით, მნიშვნელობა არ აქვს, ვინ იქნება პრემიერი, რადგან ღარიბაშვილიც და კობახიძეც ერთი წიაღიდან მოდიან და ორივე ივანიშვილის სურვილებს ასრულებს.

ირაკლი კობახიძე დღიდან გაპრემიერებისა ქმნის ილუზიას, რომ მისი წინამორბედი იყო ცუდი და თითქოს თავად არის კარგი, მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ორივე მოდის ერთი წიაღიდან, ორივეს ჰყავს ერთი მმართველი ბიძინა ივანიშვილი და თვოსბრივად ეს ორი ადამიანი და შესაბამისად, მათ მიერ მიღებული გადაწყვეტილებები, ვერ იქნება ერთმანეთისგან განსხვავებული. ბიუჯეტიდან ათი ათასობით ლარი, რომელიც აი, აქ ღობის მოწყობას მოხმარდა, შეიძლება ითქვას, რომ შეეწირა "ქართული ოცნების" შიდა პარტიულ კარის თამაშებს და გაიფლანგა, ჰაერს გავატანეთ, რეალურად. მაშინ, როდესაც ამ ქვეყანაში მოქალაქეები ყოველდღიურად იბრძვიან გადარჩენისთვის, ამ დროს ათი ათასობით ლარს ვხარჯავთ ასეთი შეიდაპარტიული ახირებების და პირადი კომფორტის გამო, რომელიც თავის დროზე, ღარიბაშილმა იმიტომ მიიღო, რომ დისტანცირებულიყო მაქსიმალურად მოსახლეობისგან და მოსახლეობის უკმაყოფილების ხმა არ გაეგონა, - ამბობს ანა გოგოლაძე. 

მთავრობის ადმინისტრაციასთან რკინის ჯებირების დემონტაჟი დღეს დაიწყო. გარდა რკინის კონსტრუქციებისა, მთავრობის ადმინისტრაციის ეზოდან აიღებენ ასევე ტურნიკეტებსაც, რადგან იგეგმებოდა, რომ საშვის გარეშე ეზოში შესვლის საშუალება მოქალაქეებს არ ჰქონოდათ.

კანცელარიის შემოღობვაში ირაკლი ღარიბაშვილმა ასი ათასობით ლარი დახარჯა, კობახიძე  ყველაფერს, ნაგავში უშვებს. 

 

მსგავსი სიახლეები