ბაია პატარაია პრეზიდენტმა ღირსების მედლით დააჯილდოვა
ორგანიზაცია "საფარის" აღმასრულებელი დირექტორი, ბაია პატარაია პრეზიდენტმა ღირსების მედლით დააჯილდოვა. დაჯილდოების ცერემონია ქალთა უფლებების დაცვის საერთაშორისო დღეს, პრეზიდენტის სასახლეში გაიმართა.
ბაია პატარაია ღონისძიებას არ ესწრებოდა, ამიტომ ჯილდო მის დედას, ნელი ქევანიშვილს გადაეცა.
ეს ღირსების მედალი ეკუთვნის ყველა ქალს და ყველა გოგოს, ვინც დღეს ქალების უფლებების დასაცავად იბრძვის. მადლობა ჩემ თანამებრძოლებს, აქტივისტებს, ფემინისტებს, საფარის ძვირფას თანამშრომლებს, ქალთა მოძრაობის წევრებს, ფემინისტების დამოუკიდებელი ჯგუფის წევრებს და მადლობა ჩემ უახლოეს მეგობრებს და ოჯახის წევრებს თანადგომისთვის”, – წერს ბაია პატარაია.
მსგავსი სიახლეები
ახმეტელ ექიმს, არჩევნებში მონაწილეობა 5 წლით აეკრძალა, რადგან კარგად გამოჩნდა, რომ საზოგადოებრივი ავტორიტეტია - ნიკა გვარამია
ახმეტელ ექიმს, არჩევნებში მონაწილეობა 5 წლით აეკრძალა, რადგან კარგად გამოჩნდა, რომ საზოგადოებრივი ავტორიტეტია და ისიც გასაგები გახდა, რომ სწორედ ამის გამო გაუჩალიჩეს „დანაშაული“ - წერს გვარამია
იმას თუ გააფორმებს სასამართლო, რაც „ოცნებას“ სურს, სახელმწიფო გამოუსწორებელ ზიანს მიიღებს - ბადრი ჯაფარიძე
საზოგადოების წარმომადგენლებსა და ჩვენს შორის სრული თანხვედრაა იმაზე, რომ პარტიების გაუქმების პროცესი არის თავისუფალი სამყაროს წინააღმდეგ მიმართული - ამბობს ოპოზიციის ლიდერი