წვეულებები, რესტორნები, მომღერლები - საქართველოს მთავრობამ სმა-ჭამაში 11 მილიონი დახარჯა

08.03.24 17:20
წვეულებები, რესტორნები, მომღერლები - საქართველოს მთავრობამ სმა-ჭამაში 11 მილიონი დახარჯა

საქართველოს მთავრობამ სმა-ჭამაში 11 მილიონი ლარი დახარჯა. მოპოვებულია დოკუმენტები, რომელიც ადასტურებს, რომ ერთ წელიწადში "ქართულმა ოცნებამ" რეკორდულად დიდი თანხები წარმომადგენლობით ხარჯებისთვის გაიმეტა. 

გაჭირვებული ხალხის ქვეყანაში ხელისუფლება აწყობს წვეულებებს, ქირაობს რესტორნებს, უხდის მომღერლებს - ამ ყველაფერს კი, ამტკიცებენ, რომ საქმიანი შეხვედრებისთვის აკეთებენ, იმისთვის, რომ ქვეყნის იმიჯი დაზიანდეს, როდესაც დელეგაციები უცხოეთიდან მოდიან. 

ოპოზიციაში ამბობენ, რომ პოლიტიკური კორუფციის გამო ხდება ისე, რომ ბიუჯეტიდან თანხები არამიზნობრივად იხარჯება.

ფული, რომელიც სხვადასხვა ინფრასტრუქტურულ ან სოციალურ პროექტებს უნდა მოხმარდეს, ხმარდება ჭამა-სმას. როგორიცაა, მაგალითად, გუბერნატორი ჩასვლა რეგიონებში და შემდეგ მასზე პურმარილის გაშლა. ასევე, მომღერლები, რომლებიც იღებენ ბიუჯეტიდან უკვე ჰონორარებს, შემდეგ მერებს მოუნდებათ ხოლმე ამ მომღერლებთან ერთად იქეიფონ. არ არის აუცილებელი, მერმა და მინისტრებმა ყველა შეხვედრაზე მოაწყონ ბანკეტები და ქეიფები სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯზე,“ - ამბობს ბესიკ დონაძე.

ხელისუფლება სახელმწიფო რესურსებს, ბიუჯეტს იყენებს მხოლოდ და მხოლოდ, პირადი კეთილდღეობისთვის და პირდაპირი მნიშვნელობით ჭამა-სმაზეა გადასული. სახელმწიფო ფული, რომელიც ეკუთვნის მოქალაქეებს, ქართულმა ოცნებამ და ბიძინა ივანიშვილმა საკუთარ ბიუჯეტად აქცია,“ - ამბობს ვასო ურუშაძე.

ცალკეულ მუნიციპალიტეტებში დროშების დაკიდებაში პოლიტიკური კორუფციის გამო სამმაგი და ოთხმაგი გადაიხადეს. რაც ახალი წლის აღნიშვნებში, რაც ტაშ-ფანდურში და კონცერტებში აბსოლუტურად გაუმართლებელ დროს და გაუმართლებელ მოცემულობაში გადაიხადეს, ეს წარმომადგენლობითი ხარჯები ათობით ბაღის მშენებლობა შეიძლებოდა,“ - ამბობს ბექა ლილუაშვილი.

ყველაზე მხარჯველი საქართველოს პარლამენტში აღმოჩნდა. სამ მილიონამდე ლარამდე საკანონმდებლო ორგანომ წარმომადგენლობითი ხარჯებისთვის გასწია, როცაა მოსახლეობის ნაწილი შიმშილის ზღვარზეა.

რა თქმა უნდა, ყველაზე მეტი ექნებოდა საგარეო მიმართულების წარმომადგენლებს და ეს იხარჯება ქვეყნის საჭიროებებზე. ახლა მაკა ბოჭორიშვილი, ნიკა სამხარაძე არ დადიან გასართობად. რომ ჩამოფრინდებიან ხოლმე სესიაზე მეორე დღეს გაბრუებულები გარბიან უკან. მიწერეთ პარლამენტს წერილი და პარლამენტის თავმჯდომარე დაგიბრუნებთ, რას შეეხება ეს თანხები,“ - ამბობს მამუკა მდინარაძე.

მსგავსი სიახლეები