გომელაურის სიძის სკანდალი - კაციტაძის უწყებამ მოკვლევა დაიწყო

08.03.24 17:00
გომელაურის სიძის სკანდალი - კაციტაძის უწყებამ მოკვლევა დაიწყო

შაბათის ეთერის ხმაურიანი გამოძიებიდან თვე ნახევრის შემდეგ,  კაციტაძის უწყებამ მოკვლევა დაიწყო. საქმე ვახტანგ გომელაურის სიძის სკანდალს და პოლიციის წინააღმდეგ მოწყობილ ანგარიშსწორებას ეხება. სამართალდამცველი, რომელმაც გაბედა და გომელაურის სიძეს ალკოტესტის გავლა აიძულა, ახლა ციხეშია და მრავალწლიანი პატიმრობა ემუქრება. 

სპეციალური საგამოძიებოო სამსახური ახლა იკვლევს, გადამატეს თუ არა სამსახურებრივ უფლებამოსილებას სამართალდამცველებმა, რომლებმაც ანდრია სიხარულიძე სამსახურიდან გაუშვეს, შემდეგ კი დააკავეს.

კაციტაძის უწყების თანამშრომლები ერთ-ერთი, ვისაც დაკითხავენ იქნება ლაშა ჯოხაძე - თბილისის საპატრულო პოლიციის ხელმძღვალი, მისი სახელი ფიგურირებს დაკავებული პატრულ-ინსპექტორის ჩვენებაში. ჯოხაძე ფიგურირებს გულუას ქუჩაზე მომხდარ ინციდენტში, რადგან მისი თანდასწრებით დაემუქრა გომელაურის სიძე ანდრია სიხარულიძეს.

  "ადამიანის უფლებათა ცენტრის" იურისტი, ნესტან ლონდარიძე თვლის, რომ ანდრია სიხარულიძის საქმეში ბევრი დარღვევაა.

გავრცელებული ინფორმაცია, ასევე ის ინფორმაცია, რასაც ანდრია სიხარულიძე სასამართლო სხდომების განმავლობაში საუბრობდა ხშირად, შეიცავს დანაშაულის ნიშნებს, რაც აუცილებელია, რომ ამასთან დაკავშირებით მოხდეს სრულყოფილი პასუხის გაცემა. ანდრია სიხარულიძის სისხლის სამართლებრივი საქმე, რომლიც დღეს უკვე სააპელაციო სასამართლოში მიმდინარეობს, გამომდინარეობს სწორედ ამ საქმიდან დაკავშირებით, რომ მან ერთ-ერთი სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დღეს გააჩერა პირი, რომელიც არ იცოდა იმ დროისთვის, ვინ იყო და მოსთხოვა ალკოტესტის შემოწმება, რის საფუძველზეც მან მიიღო მუქარა, შეურაცხყოფა და ზეწოლა. ანდრია სიხარულიძე, რომელთან დაკავშირებითაც საუბრობს, ეს გახლავთ - საპატრულო პოლიციის უფროსის მანქანიდან მოხდა მასზე ზეწოლის განხორციელება და აუცილებელია, რომ ეს დეტალები იყოს შესწავლილი,“ - ამბობს ნესტან ლონდარიძე.

დაკავებული პოლიციელის ოჯახის წევრები ამბობენ, რომ ანდრია სიხარულიძე აბსურდული ბრალდებით არის დაკავებული. 

  მოვუწოდებ, თვითონ თანამშრომლებს, ვინც იქ იყვნენ, ორი ეკიპაჟი იყო, რისი ეშინიათ? ბიჭებმა ხომ ყველაფერი კარგად იციან, ეს მთავრობა შეიცვლება და მერე დაიწყებენ, ზეწოლა მქონდაო. როგორ შეიძლება, დღე და ღამე ქუჩაში ხართ, ერთმანეთის გვერდში დგახართ, ახლა თუ არ დაუდექით გვერდში, მერე იტყვიან, რომ აი, ვერ ვთქვი და ბანკის ვალები მქონდა, ეს არ არის გვერდში დგომა,“ – ამბობს დაკავებულის მამა.

 ეცინებოდა, რომ რისი გულისთვის მიდიოდა ციხეში. ჩემმა შვილიშვილმა არ იცოდა, ვინ იყო ეს კაცი. უნდა დაენებებინა თავი და არ უნდა გაეწია წინააღმდეგობა, რომ შემოწმებაზე გაეყვანა. ერთ-ერთმა უთხრა, რომ მიდი, ბოდიში მოუხადეო და ყველაფერი დამთავრდებაო. ვის მოვუხადო ბოდიშიო, ცოლ-შვილიდან არავინ არ დაუტოვა, ისე აგინა, ლანძღა, რისი გულისთვის მოვუხადო ბოდიში, ჩემს მოვალეობას ვასრულებდი, შეურაცხყოფა ხომ არ მიმიყენებიაო,“ - ამბობს დაკავებულის ბებია.     

გარდა კაციტაძის უწყებისა, საქმეზე მოკვლევა დაიწყო პროკურატურამაც. გამომძიებლებს ჯერ არ გამოუკითხავთ დაკავებული პატრულ-ინსპექტორი.

„შაბათის ეთერს" სკანდალური გამოძიების შემდეგ კი რამდენიმე კვირა გავიდა, დაკავებული პატრულ-ინსპექტორი პოლიციის მაღალჩინოსნების მხრიდან მუქარაზე და შანტაჟზე  ღიად სამართალში  საუბრობდა, თუმცა არცერთ უწყებას ჯერ  საქმეზე გამოძიება არ დაუწყია. არადა ფაქტი  პრაქტიკულად გუშინ ვახტანგ გომელაურმაც დაადასტურა. 

ანდრია სიხარულიძემ შინაგან საქმეთა მინისტრის ოჯახი ტერორში სასამართლო დარბაზში, ფიცის ქვეშ ამხილა. უფროსი ოფიცერი, რომელსაც პოლიციაში მუშაობის 11 წლიანი სტაჟი აქვს, ამტკიცებს, რომ ციხეში 7 წლით მხოლოდ იმის გამო გამოკეტეს, რომ ვახტანგ გომელაურის დის ქმარი გააჩერა და ალკოტესტის გავლა მოსთხოვა. 

 

მსგავსი სიახლეები