ღარიბაშვილი ბრიუსელში გაემგზავრა

15.03.21 11:24
ღარიბაშვილი ბრიუსელში გაემგზავრა

პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ბრიუსელში, საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საბჭოს მე-6 სხდომაში მონაწილეობისთვის ბრიუსელში უკვე გაემგზავრა.

პირველ შეხვედრას ირაკლი ღარიბაშვილი დღეს, 15 მარტს, ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელთან გამართავს.

საგარეო საქმეთა მინისტრის, დავით ზალკალიანის თქმით, ღარიბაშვილსა და შარლ მიშელს შორის შეხვედრის მთავარი თემა საქართველოში მიმდინარე პოლიტიკური პროცესები იქნება. 

ევროპული საბჭოს პრეზიდენტთან ძირითადი თემები იქნება იქნება ქვეყნის შიგნით პოლიტიკური პროცესები და მოლაპარაკებები,რომელიც მისი ინიციატივით მიმდინარეობს და ის ფაქტი რომ  მან წარმომადგენელი გამოაგზავნა და მისი ჩართულობით მიდის ეს პროცესი მიანიშნებს იმაზე თუ რაოდენ მნიშვნელობას ანიჭებს ევროკავშირი საქართველოში სტაბილურობას რადგან სტაბილურობის გარეშე ქვეყნის განვითარება წარმოუდგენელია. ამიტომ პრემიერს ექნება შესაძლებლობა მასთან ერთად განიხილოს თბილისში ბოლო 2 დღის განმავლობაში მიმდინარე პროცესები - თქვა ზალკალიანმა.

ვიზიტის პარალელურად მოლაპარაკებები მიმდინარეობს საქართველოში, ოპოზიციასა და მმართველ გუნდს შორის კრისტიან დანიელსონის მედიაციით. მორიგი შეხვედრა ცოტა ხნის წინ დასრულდა, თუმცა კონკრეტული შედეგი ჯერ მიღწეული არაა.