მლნ-ები სმა-ჭამასა და წვეულებებში - გაჭირვებული ქვეყნის მთავრობა ფუფუნებაზე უარს არ ამბობს
ჭამა-სმაზე გადასული ხელისუფლება - რესტორნებში გაშლილი მდიდრული სუფრები, მომღერლებისთვის გადახდილი ფული, საუკეთესო პროდუქტით უწყებების მომარაგება, ბანკეტები, წვეულებები და კიდევ უამრავი ღონისძიება ხალხის ხარჯზე. გაჭირვებული ქვეყნის მთავრობა ფუფუნებაზე უარს არ ამბობს. უფრო მეტიც, წლიდან წლამდე მადა სულ უფრო ეხსნებათ და ამ ყველაფერში ბიუჯეტიდან სულ უფრო მეტ მილიონს ხარჯავენ. რეკორდსმენი საქართველოს პარლამენტია. მხოლოდ 6 თვეში საკანონმდებლო ორგანომ თითქმის სამი მილიონი დახარჯა.
პარლამენტის შემდეგ რეკორდსმენთა შორისაა ეკონომიკის, საგარეო და თავდაცვის სამინისტროები. ამ უწყებების მიერ დახარჯული თანხის რაოდენობა მხოლოდ ნახევარ წელში ორ მილიონს აღწევს. მონაცემების მიხედვით ირკვევა, რომ ბოლო პერიოდში ხელისუფლების ყველა შტომ მანკიერი პრაქტიკა დანერგა. წარმომადგენლობითი ხარჯებისთვის ბიუჯეტიდან გამოყოფილ დიდ ფულს ისე ხარჯავენ, როგორც მოესურვებათ და თან არც ასაბუთებენ, სად ერთობიან და ვის მასპინძლობენ საქართველოს მოქალაქეების ფულით.
ვრცლად ნახეთ ინა ცარციძის რეპორტაჟში.