კიდევ უფრო გამდიდრებული ჩინოვნიკები - მომავალი წლიდან მაღალაჩისნონების ხელფასები ორმაგდება
ქვეყანას მომავალი წლიდან ბიუჯეტის ხარჯზე კიდევ უფრო გამდიდრებული ჩინოვნიკები ეყოლება. მაღალჩინოსნების ხელფასები ორმაგდება და ცალკეულ შემთხვევაში სამმაგდება კიდეც. გაჭირვებული ქვეყნის პრემიერი და პრეზიდენტი ყოველთვიურად 13 ათას ლარს აიღებენ. რეკორდულად იზრდება მინისტრებისა და აჭარის მთავრობის ხელმძღვანელის ხელფასებიც.
კანონი პარლამენტმა უკვე დაამტკიცა. "ოცნებაში" ამბობენ, რომ ჩინოვნიკების ანაზღაურების ზრდა გარდაუვალი აუცილებლობა იყო, თუმცა მმართველი პარტიის ლიდერებს არცერთი სიტყვით უხსენებიათ სოციალურად დაუცველი ადამიანები, რომელთა რაოდენობა ქვეყანაში წლიდან წლამდე იზრდება.
ვრცლად ნახეთ ხატია სამხარაძის რეპორტაჟში.