გვარამია ენმ-სთვის პრობლემას არ წარმოადგენს - ცისკარიშვილი

08.03.24 22:00
გვარამია ენმ-სთვის პრობლემას არ წარმოადგენს - ცისკარიშვილი

შეძლებენ თუ არა ენმ-იდან გამოყოფილი ადამიანები არჩევნებში ყველაზე დიდი ოპოზიციური პარტიის დამარცხებას? - "ნაციონალური მოძრაობის" გენერალური მდივანი, პეტრე ცისკარიშვილი ოპოზიციურ სპექტრზე ახალი პარტიების გამოჩენას ეხმაურება და "პოლიტიკური ამბების" ეთერში აცხადებს, რომ ნიკა მელია და ნიკა გვარამია მათთვის პრობლემას არ წარმოადგენენ.

ცისკარიშვილი წარმატებას უსურვებს მათ, თუმცა დარწმუნებულია, რომ ყველა ის პოლიტიკური ძალა, რომელიც ენმ-ის ოპოზიციას წარმოადგენს, არჩევნებში პოზიტიურ შედეგს ვერ მიაღწევს.

ნიკა მელია და ნიკა გვარამია ჩვენთვის არანაირ პრობლემას არ წარმოადგენს. ჩვენ ჩვენი გეგმით, ჩვენი ხედვით ვიბრძვით. გვარამია და მელია რას იზამენ, ჩვენი ინტერესების სფერო არ არის. ამაზე არც ოფისში ვსაუბრობთ. მათ წარმატება უნდა ვუსურვოთ, რომ წარმატება მოიპოვონ. ყველა, ვინც ცდილობს, რომ ოპოზიციის ოპოზიცია გახდეს და მითუმეტეს, "ნაციონალური მოძრაობის", ადრეც ყოფილა ასეთი მცდელობები და არაფერი არ გამოდის ამ საქმიდან", - ამბობს ცისკარიშვილი.

მსგავსი სიახლეები