"ოცნებამ" არჩევნების მოპარვის პროცესი დაიწყო - გახარია
გიორგი გახარიამ იერიში "ქართულ ოცნებაზე" მიიტანა - ყოფილი პრემიერ-მინისტრი ქართველი ოლიგარქის გუნდს 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების გაყალბების პროცესის დაწყებაში ადანაშაულებს.
პარტია "საქართველოსთვის" ლიდერი განმარტავს, რომ ცესკოს თავმჯდომარისა და ეროვნული ბანკის პრეზიდენტის არჩევის ხერხები "ოცნების" მიერ არჩევნების სამომავლოდ ლეგიტიმაციის მცდელობაზე მიუთითებს.
წარმოდგენა არ მაქვს, სად იქნება ქალბატონი პრეზიდენტი. ვის გაუერთიანდება "ნაციონალური მოძრაობა", ქალბატონ კოპალიანს თუ სხვას, ეს მათი საქმეა. მე ვიცი, რომ "ნაციონალური მოძრაობის" რევანშისტული განწყობები ჩემთვის არის კატეგორიულად მიუღებელი ისევე, როგორც "ოცნების" მცდელობები, რომ მოპაროს ქართველ ხალხს არჩევნები, უკვე სახეზეა. როგორ ავირჩიეთ საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე, როგორ ავირჩიეთ ეროვნული ბანკის პრეზიდენტი. ეს ჩემთვის მიანიშნებს იმას, რომ პროცესი არჩევნების მოპარვის უკვე დაწყებულია. "ოცნებას" ახლა ერთადერთი რაც აღელვებს არის ის, თუ როგორ მიიღოს ლეგიტიმაცია მოპარულ არჩევნებზე", - ამბობს გახარია.