წერილი რუსეთიდან საქართველოს ვიცე-პრემიერს - ოპოზიცია საფრთხეებზე საუბრობს
შეეწირება თუ არა ლევან დავითაშვილის თანამდებობა მოსკოვიდან მიღებულ წერილს? პოლიტიკური განხილვის საგანია შაბათის ეთერის კიდევ ერთი რეზონანსული ჟურნალისტური გამოძიება. საქართველოს ვიცე-პრემიერს პუტინის დაქვემდებარებული ავიაკონცერნიდან წერილებს პირდაპირი ფრენების დამატების მოთხოვნით უგზავნიან. "რედ ვინგსსს" რუსეთის 14 ქალაქიდან საქართველოს სამივე საერთაშორისო აეროპორტში თვეში 448 ახალი ავიარესის დამატება უნდა.
ოპოზიცია საფრთხეებზე საუბრობს. "ლელოს" წევრი გრიგოლ გეგელიას თქმით, ფაქტი ცხადყოფს, რომ საქართველოს ხელისუფლებას რუსეთიდან იმართება და "ოცნების" სურვილია, ქვეყნის ეკონომიკა სრულად ოკუპანტ სახელმწიფოს მიაბას.
ეს არის კიდევ ერთი ნათელი დასტური იმისა, რომ დღეს საქართველოს მართავს რუსული ხელისუფლება, რომელიც მდიდრდება რუსულ სტილში, რუსულ კაპიტალთან ერთად და რომელიც ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ქართული ეკონომიკა, ქართული ფინანსური სისტემა და ქართული პოლიტიკა სრულად და მთლიანად იყოს მიბმული რუსულ ბაზარზე და რუსულ კაპიტალზე, - ამბობს გრიგოლ გეგელია.
"სტრატეგია აღმაშენებლის" წევრი სერგ ჩიხლაძე კი ამბობს, რომ ასეთ ვითარებაში არცერთი ამერიკელი და ევროპელი ინვესტორი საქართველოში ფულის ჩადებას არ მოისურვებს.
არაფერი ამას საერთო არა აქვს ან საქართელოს ეკონომიკასთან ან დასაქმებასთან ან სამუშსაო ადგილებთან ან რიგითი ქართველის გამდიდრებასთან. ასეთ კომპანიებთან მოლაპარაკებები საერთაშორისო არენაზე კიევ უფრო დაგვაზიანებს და არცერთი სოლიდური, ამერიკელი ან ევროპელი ინვესტორი არ მოინდომებს აქ ფულის ჩადებას, - ამბობს სერგი ჩიხლაძე.
შეეწირება თუ არა ლევან დავითაშვილის თანამდებობა მოსკოვიდან მიღებულ წერილს? პოლიტიკური განხილვის საგანია შაბათის ეთერის კიდევ ერთი რეზონანსული ჟურნალისტური გამოძიება. საქართველოს ვიცე-პრემიერსს პუტინის დაქვემდებარებული ავიაკონცერნიდან წერილებს პირდაპირი ფრენების დამატების მოთხოვნით უგზავნიან. "რედ ვინგსსს" რუსეთის 14 ქალაქიდან საქართველოს სამივე საერთაშორისო აეროპორტში თვეში 448 ახალი ავიარესის დამატება უნდა.