საქართველო რუსეთს, სავარაუდოდ, საერთაშორისო სანქციების თავიდან არიდებაში ეხმარება - ექსპერტები
წერილი რუსეთიდან საქართველოს ვიცე-პრემიერს - პოლიტოლოგები მოქმედ ხელისუფლებას რუსეთთან ფარულ გარიგებაში ადანაშაულებენ. პოლიტიკის ექსპერტები პირდაპირ ამბობენ, რომ "ოცნება" რუსეთს სანქციების გვერდის არიდებაში ეხმარება.
ეს კავშირები არსებობს. მე სხვანაირად ვერ წარმომიდგენია, როგორ უნდა იყოს. ვიცით, რომ ფრენები სრულდება, ვიცით, ამ ფრენების რაოდენობა იმატებს, იმის გამო, რომ რუსეთს სურს ასე. რუსეთი არის საერთაშორისო სანქციების ქვეშ და როგორც ჩანს, საქართველოს ხელსუფლება მას ეხმარება საერთაშორისო სანქციების თავიდან არიდებაში. ეს შეეხება როგორც, ვთქვათ, რუსეთის მოქალაქეებს, იცით, რომ დასავლური ავიაკომპანიების უდიდესი ნაწილი არ დაფრინავს რუსეთში, ამიტომ რუსეთის მოქალაქეებს ამით უმსუბუქებენ სხვადასხვა მიმართულებით მგზავრობას, მაგრამ მე არ მგონია, რომ ეს მხოლოდ მოქალაქეებს ეხებოდეს, მე ვფიქრობ, რომ აქ შეიძლება იყოს ასევე, დაკავსირბეული საკიტხები, რომელიც ეხება ტვირთებს, - ამბობს სტრატეგიული ანალიზის ცენტრის ექსპერტი გია ჯაფარიძე.
ამავე აზრს იზიარებს საქართველოს დიპლომატთა კლუბის წევრი გიორგი კუბლაშვილი.
ეს ნიშნავს იმას, რაც ამ წლების მანძილზე ყოველ ჯერზე დასტურდება, რომ ივანიშვილს და მის პარტიას აქვს ასეთი გაცხოველებული ურთიერთობა მოსკოვთან, კრემლთან და კრემლთან დაახლოებულ ე.წ. ბიზნესთან. თუ იძახიან, რომ ეს ეკონომიკისთვის კეთდება, კეთდება რაღაც ჯგუფისთვის ადამიანების, ივანიშვილითვის და მისი გარემოცვისთვის, - ამბობს საქართველოს დიპლომატთა კლუბის წევრი გიორგი კუბლაშვილი.
ენმ-ს წევრი მამუკა ყურაშვილი ამბობს, რომ ყველა, ვინც ამ დანაშაულშია ჩართული, უკრაინელების გენოციდის თანამონაწილეა.
ეს მიანიშნებს მჭიდრო თანამშორმლობაზე. იმის მაგივრად, რომ იმუშაონ აშშ-თან, ევროკავშირთან, გამოსწორონ ეკონომიკური მდგომარეობა და ეს სიდუხჭირე ჩვენი მოქალაქეების, არიან მტრულ სახელმწიფოსთან ფარულ გარიგებაში, რომელთანაც საერთოდ დიპლომატიური ურთიერთობა არ გავქვს. ყველა ჩინოვნიკი, რომელიც არის ამ დანაშაულში ჩართული, არის თანამონაწილე უკრაინელი ხალხის გენოციდში, - ამბობს მამუკა ყურაშვილი.
პოლიტიკური განხილვის საგანია შაბათის ეთერის კიდევ ერთი რეზონანსული ჟურნალისტური გამოძიება. საქართველოს ვიცე-პრემიერს პუტინის დაქვემდებარებული ავიაკონცერნიდან წერილებს პირდაპირი ფრენების დამატების მოთხოვნით უგზავნიან. "რედ ვინგსსს" რუსეთის 14 ქალაქიდან საქართველოს სამივე საერთაშორისო აეროპორტში თვეში 448 ახალი ავიარესის დამატება უნდა.