მთავრობის ადმინისტრაციის უფროსად ლევან ჟორჟოლიანი დაინიშნა

11.03.24 10:33
მთავრობის ადმინისტრაციის უფროსად ლევან ჟორჟოლიანი დაინიშნა

პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, მთავრობის ადმინისტრაციის უფროსად ლევან ჟორჟოლიანი დაინიშნა. ამ დრომდე ლევან ჟორჟოლიანი თბილისის საკრებულოს წევრი იყო, თუმცა, კანონმდებლობის მიხედვით, ამ თანამდებობის დატოვება მოუწევს.

ირაკლი კობახიძემ ასევე, ჯანდაცვის მინისტრის პოსტზე მიხეილ სარჯველაძე წარადგინა. ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსად - ნიკოლოზ ტყემალაძე, რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში პრემიერს მრჩევლად - გიორგი ქაჯაია, ხოლო პრემიერის მრჩევლად - ზურაბ აბაშიძე.

მსგავსი სიახლეები