იქმნება რამდენიმე 2 და 3 %-იანი ოპოზიციური პარტია, რაც გვაძლევს კარგ სურათს - კობახიძე

11.03.24 12:19
იქმნება რამდენიმე 2 და 3 %-იანი ოპოზიციური პარტია, რაც გვაძლევს კარგ სურათს - კობახიძე

პრემიერ-მინისტრი ნიკა მელიას და ნიკა გვარამაის ახალ პარტიას არცევნებზე კრახს უწინასწარმეტყველებს. ირაკლი კობახიძე ამტკიცებს, რომ 2 და 3 %-იანი ოპოზიციური პარტიების, "ოცნებას" მხოლოდ მოგების შანსს უზრდის. პრემიერი ირწმუნება, რომ "ქართული ოცნება" პარლამენტში საკონსტიტუციო უმრავლესობას შექმნის. 

იქმნება რამდენიმე 2 და 3 %-იანი ოპოზიციური პარტია, რაც გვაძლევს კარგ სურათს. საბოლოო ჯამშ, ჩვენი ამოცანა არის საკონსტიტუციო უმრავლესობის მიღება და ეს პროცესები, რომლებიც ვითარდება, ვგულისხმობ 2 და 3 %-იანი პარტიების შექმნას, ჩვენ გვიზრდის იმის შანსებს, რომ მივიღოთ საკონსტიტუციო უმრავლესობა საქართველოს პარლამენტში. აქედან გამომდინარე, ველოდებით მოვლენების გავითარებას. ჯერ-ჯერობით ტენდენცია არის კარგი. იქმნება არაერთი 2 და 3%-იანი პარტია. ასეთ შემთხვევაში დაიკარგება მეტი ხმა ოპოზიციურ ფლანგზე, რაც ჩვენ მოგვცემს საკონსტიტუციო უმრავლესობის მოპოვების საშუალებას, - განაცხადა დღეს კობახიძემ. 

ნიკა მელიას და ნიკა გვარამიას ალიანსი დღეს ოფიციალურად გაფორმდება. პრეზენტაცია დღეს სასტუმრო "შერატონში" 14:00 საათზე გაიმართება. 

ამ დროისათვის ცნობილია მხოლოდ ის, რომ პარტიის სახელწოდება "ახალი" იქნება, ხოლო მისი საარჩევნო ნომერი - 4.

"პირველების" ინფორმაციით, დღევანდელ ღონისძიებას კობა ნაყოფია, ეკა ხერხეულიზე, აკაკი მინაშვილი, რომან გოცირიძე და ხატია დეკანოიძეც დაესწრებიან.

 

მსგავსი სიახლეები