8 მარტის პროტესტები იყო სწორი მიმართულების პროტესტები და მინდა, ახალგაზრდებს დიდი მადლობა ვუთხრა - სააკაშვილი

11.03.24 12:18
 8 მარტის პროტესტები იყო სწორი მიმართულების პროტესტები და მინდა, ახალგაზრდებს დიდი მადლობა ვუთხრა - სააკაშვილი

"მიმაჩნია, რომ 8 მარტის პროტესტები იყო სწორი მიმართულების პროტესტები და მინდა, იმ ახალგაზრდებს დიდი მადლობა ვუთხრა," - ამ განცხადებას საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი აკეთებს.

როგორც სააკაშვილი ამბობს, 8 მარტის აქციებს სწორი მიმართულება ჰქონდა, რადგან ახალგაზრდები რუსული კანონის მიღებას დაუპირისპირდნენ.

ერთი წელია 8 მარტის გამოსვლების და ის უკავშირდება იმას, რომ პროტესტები ყველა მთავრობის დროს ხდებოდა. მიმაჩნია, რომ 8 მარტის პროტესტები იყო სწორი მიმართულების პროტესტები და მინდა, იმ ახალგაზრდებს დიდი მადლობა ვუთხრა, ვინც არ დაუშვა რუსული კანონის მიღება,“ - ამბობს სააკაშვილი.

მსგავსი სიახლეები