რუსეთთან მომლაპარაკებელს, რეალურად, მარიონეტული ფუნქცია აქვს - ნინო კალანდაძე
რუსეთთან მომლაპარაკებელს, რეალურად, მარიონეტული ფუნქცია აქვს, - ასე აფასებს პოლიტიკის ექსპერტი ნინო კალანდაძე ზურაბ აბაშიძის პოსტზე გიორგი ქაჯაიას დანიშვნას. ექსპერტი ამბობს, რომ კარასინი-აბაშიძის ფორმატი იმთავითვე თვალთმქაცური პროექტი იყო, რომლის მიზანსაც წარმოადგენდა მხოლოდ ის, რომ დღის წესრიგიდან დეოკუპაციი და დევნილების დაბრუნების საკითხები ამოვარდნილიყო.
ნინო კალანდაძე პირდაპირ ამბობს, რომ არ აქვს მნიშვნელლობა ვინ იქნება რუსეთთან მომლაპარაკებელი, რადგან ეს ქვეყანას სიკეთეს ვერ მოუტანს და არც ქართულ ინტერესებს გაატარებს.
კარასინი-აბაშიძის ფორმატი იმთავითვე იყო ერთგვარი თალთმაქცური პროექტი, რომელიც, პრინციპში, ერთადერთ მიზანს ემსახურებოდა, რომ ჩანაცვლებულიყო ჟენევის მოლაპარაკები ფორმატი. კერძოდ, მათ ინტერესს წარმოადგენდა, რომ ჩვენ მოლაპარაკები ფორმატში სასაუბრო მანდატიდან ამოგვეღო ოკუპირებული ტერიტორიები. კერძოდ, დეოკუპაციი საკითხი არ ყოფილიყო დღის წესრიგში და არ ყოფილიყო ევნილების დაბრუნების საკითხი დღის წესრიგში. ზუსტად ეს მიზანი იქნა მიღწეული იმით, რომ პრაქტიკულად, ჟენევის მოლაპარაკებები გაანეიტრალა ორმხრივი მოლაპარაკების ფორმატმა, რომელმაც, რასაკვირველია, არანაირი შედეგი არ გამოიღო, იმიტომ, რომ იმთავითვე არ იყო შედეგზე ორიენტირებული. ამით ჟენევის მოლაპარაკებები, რეალურად, მოკვდა, ამავდროულად ორმხირვი მოლაპარაკები ფორმატმა, რასაკვრიველია, არანაირი პროგრესი არ მოიტანა. რეალურად, მარიონეტული ფუნქცია აქვს ქართული მხრიდან ვინ იქნება მომლაპარაკებელი, მითუმეტეს, თუ ყურადღება შეჩერდა ისეთ ადამიანზე, რომელიც კიდევ უფრო დაახლოებულია რუსულ წრეებთან, რომელიც კიდევ უფრო ნაკლებ სავარაუდოა, რომ ქართულ ინტერესებს გაატარებს ამ ფორმატში, - ამბობს პოლიტიკურ ფონდ "ჭავჭავაძის ცენტრის" დირექტორი ნინო კალანდაძე.
შეგახსენებთ, რომ რუსეტთან მთავარი მომლაპარაკებელი დღეიდან ზურაბ აბაშიძე აღარ იქნება და მას გიორგი ქაჯაია ჩაანაცვლებს.