ვინ დააფინანსებს გვარამია-მელიას?

11.03.24 16:28
ვინ დააფინანსებს გვარამია-მელიას?

ვინ დააფინანსებს ნიკა მელიასა და ნიკა გვარამიას პოლიტიკურ ერთობას - როგორც გვარამია ამბობს, არსებობენ ადამიანები, ვისაც "ახალის" დაფინანსების სურვილი აქვს.

ნიკა გვარამია ამბობს, რომ ყველაფერი იქნება ღია და ქვეყანაში არსებობენ ადამიანები, რომლებსაც სურთ ცვლილებები.

დაფინანსების წყაროებს ნახავთ ყველანი. გარწმუნებთ, რომ ამ ქვეყანაში მხოლოდ ორი დაფინანსების წყარო ნამდვილად არ არის, არსებობენ  სხვა ადამიანები, ვისაც უნდა ცვლილება, ვისაც აინტერესებს შინაარსი და ვისაც უნდა დახმარება იმ პოლიტიკური ძალების, ვის აზრებსაც ისინი ემთხვევიან. დაფინანსება ვერ იქნება ვერაფრის სანაცვლოდ, დაფინანსება შეიძლება იყოს მხოლოდ მხარდაჭერის ფორმით," - აღნიშნა ნიკა გვარამიამ.

    

მსგავსი სიახლეები