ნარმანია 300 ათას-ლარიანი ხელფასის დაკლებაზე უარს ამბობს

11.03.24 20:38
ნარმანია 300 ათას-ლარიანი ხელფასის დაკლებაზე უარს ამბობს

დავით ნარმანია თითქმის 300 ათას-ლარიანი ხელფასის დაკლებაზე უარს ამბობს - ეს სემეკის თავმჯდომარის ყოველწლიური ანაზღაურებაა. ნარმანია საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე უხვშემოსავლიანი ჩინოვნიკია, რომელსაც "ოცნებამ" სასათბურე პირობები დედაქალაქის მერობის შემდეგ მოუწყო. სემეკის ხელმძღვანელი ოპოზიციის ინიციატივას იწუნებს, რომლის მიხედვითაც ეროვნული მარეგულირებელი კომისიების წევრთა ხელფასებზე ზედა ზღვარი უნდა დაწესდეს. მათი ხელფასები სამჯერ მეტია პრეზიდენტისა და ოთხჯერ მეტი მინისტრების ყოველთვიურ ანაზღაურებაზე.

ვრცლად ნახეთ ხატია სამხარაძის რეპორტაჟში.

მსგავსი სიახლეები