რუსული რეჟიმი ამზადებს გადატრიალებას ეკლესიაში - სააკაშვილის გაფრთხილება
რუსული რეჟიმი საქართველოს არჩევნებში ჩასარევად ემზადება - მოსალოდნელ საფრთხეებზე მოქმედი პრეზიდენტის შემდეგ, ყოფილიც ალაპარაკდა. მიხეილ სააკაშვილმა "ვივამედის" კლინიკიდან ხალხი გააფრთხილა, რომ 2024 წელს კრემლის სამიზნე ეკლესია იქნება, რომლის დამორჩილებითაც პუტინის რეჟიმი შეეცდება, საქართველოში მიზანს საბოლოოდ მიაღწიოს.
პატიმარი პრეზიდენტი დღეს საზოგადოებას კონკრეტული ციფრებით ახსენებდა, რამდენად გაძვირდა ცხოვრება ივანიშვილის ხელისუფლებაში მოსვლის დღიდან ამ დრომდე. საქართველოს მესამე პრეზიდენტი მოსახლეობას ხელმოწერების შეგროვებისკენ მოუწოდებს, რითაც მთავრობა იძულებული გახდება საპენსიო სესხები გააუქმოს.
ვრცლად ნახეთ რუსუდან ჯაბანიშვილის რეპორტაჟში.