"ოცნება" გეგმავს, ადმინისტრაციული რესურსი პარტიული დღის წესრიგისთვის დახარჯოს - სამადაშვილი სარჯველაძის მინისტრად დანიშვნაზე

11.03.24 22:19
"ოცნება" გეგმავს, ადმინისტრაციული რესურსი პარტიული დღის წესრიგისთვის დახარჯოს - სამადაშვილი სარჯველაძის მინისტრად დანიშვნაზე

"ლელო საქართველოსთვის" წევრი, სალომე სამადაშვილი "საჯარო პოლიტიკის" ეთერში მინისტრთა კაბინეტში არსებულ საკადრო ცვლილებებთან დაკავშირებით საუბრობს და აცხადებს, რომ ჯანდაცვის მინისტრად იურისტი სარჯველაძის დანიშვნა მიზანმიმართული გადაწყვეტილებაა, რადგან ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე ის კონკრეტული პირია, რომელიც პარტიის მითითებებს უპირობოდ შეასრულებს.

სამადაშვილი პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენლის თანამდებობაზე გიორგი ქაჯაიას დამტკიცებას ეხმაურება და მთავრობაში მიმდინარე როტაციას ფასადურს უწოდებს.

საკადრო ცვლილება, რაც განხორციელდა, აჩვენებს ორ მთავარ რამეს. ერთი, რომ არანაირი ხედვა "ოცნებას" ამ მიმართულებით არ აქვს, თუ რა შეიძლება შესთავაზოს საზოგადოებას, რადგან მინისტრად დანიშნეს ისეთი კადრი, რომელსაც ხედვა კი არა, არანაირი შეხება არ აქვს ჯანდაცვასთან. ის არის ერთადერთი ნიშნით შერჩეული. ის არის სანდო პარტიული კადრი. ეს ერთადერთ რამეს აჩვენებს, რომ მათ შორის, ის ბიუჯეტი, რომელიც არის განსაზღვრული, მიმართული უნდა იყოს ხალხის საჭიროებებისთვის და ახლა, წინასაარჩევნოდ გეგმავს "ოცნება", რომ დახარჯოს როგორც ადმინისტრაციული რესურსი საკუთარი საარჩევნო პოლიტიკური პარტიული დღის წესრიგისთვის და დანიშნეს ის ადამიანი, რომელიც შეასრულებს ყველა მითითებას. მე ვფიქრობ, რომ "ოცნებას" ჰქონდა მცდელობა, მოეძებნა ვიღაც, ვინც მათთვის ფასადი იქნებოდა, მაგრამ დღეს "ქართულ ოცნებასთან" ასოცირება აღარ უნდა არავის, ვისაც პროფესიონალიზმი და ღირსების შეგრძნება აქვს", - ამბობს სამადაშვილი.

მსგავსი სიახლეები