"ოცნება" შიდა კლანურ ბრძოლებში არის ჩართული - კირკიტაძე

11.03.24 23:33
"ოცნება" შიდა კლანურ ბრძოლებში არის ჩართული - კირკიტაძე

პარტია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრი, დავით კირკიტაძე "საჯარო პოლიტიკის" ეთერში მთავრობაში მიმდინარე წმენდას ეხმაურება და აცხადებს, რომ ამჟამინდელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შორის სერიოზული დაპირისპირება მიმდინარეობს.

ოპოზიციონერი პოლიტიკოსი საზოგადოებას 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში აქტიური მონაწილეობისკენ მოუწოდებს და ამბობს, რომ ახლა ფუნდამენტური ცვლილებების დრო მოვიდა.

ცვლილებები ერთადერთ რამეს უკავშირდება. "ქართული ოცნება" შიდა კლანურ ბრძოლებში არის ჩართული. ვიღაცას ვიღაც არ მოეწონება, ვიღაცას თავისი კლანი მოჰყავს. 2024 წელი მნიშვნელოვანია და ჩვენ ეს შანსი უნდა გამოვიყენოთ. "ოცნებამ" საქართველოს მოქალაქეებს აიძულა, რომ ქვეყნიდან წასულიყვნენ, ამიტომ საჭიროა, ეს ხელისუფლება შევცვალოთ და ამის შანსი 26 ოქტომბერს გვაქვს", - განაცხდა კირკიტაძემ.

მსგავსი სიახლეები