ომმა ცივილიზებული სამყარო გააერთიანა, რუსეთს ეს ბოროტება არ შერჩება! - ზელენსკი

12.03.24 10:16
ომმა ცივილიზებული სამყარო გააერთიანა, რუსეთს ეს ბოროტება არ შერჩება! - ზელენსკი

„ომმა მთელი ცივილიზებული  სამყარო უკრაინის გარშემო გააერთიანა და ამ  მხარდაჭერის წყალობით რუსეთს ეს ბოროტება არ შერჩება", -ეს განცხადება უკრაინის პრეზიდენტმა ფრანგულ გამოცემა „ლემონდთან"  გააკეთა.  ვრცელ ინტერვიუში ზელენსკიმ თქვა, რომ ევროპას ყირიმის ოკუპაციისა და დონბასში ომის შემდეგ საკმარისად ძლიერი პოზიცია პუტინთან დაკავშირებით არ ჰქონდა, თუცმა ახლა ყველაფერი შეიცვალა.

ზელენსკიმ უნგრეთის პრორუს პრემიერზეც ილაპარაკა. პირდაპირ თქვა, რომ ვიქტორ ორბანი სახიფათო თამაშს თამაშობს და მისი ნაბიჯები, პირველ რიგში, უნგრეთს აზიანებს.

მსგავსი სიახლეები