ადეიშვილის და კეზერაშვილის გადმოცემასთან დაკავშირებით ველით შესაბამის რეაგირებას - კობახიძე

12.03.24 11:11
ადეიშვილის და კეზერაშვილის გადმოცემასთან დაკავშირებით ველით შესაბამის რეაგირებას - კობახიძე

პრემიერი ზურაბ ადეიშვილთან დაკავშირებით პროკურატურის განცხადებას ეხმაურება - ირაკლი კობახიძის თქმით, ქართველ ხალხს სურს დარწმუნდეს, რომ ევროპული ბიუროკრატია პატივს სცემს ფუნდამენტურ პრინციპებს. 

პრემიერი ამბობს, რომ საუბარია არა მხოლოდ ადეიშვილის, არამედ დავით კეზერაშვილის გადმოცემასთან დაკავშირებითაც და საგამოძიებო უწყებებს დაწყებული აქვთ პროცედურები, რომ მოხდეს ორივე პირის საქართველოსთვის გადმჯოცემა.

„ველით შესაბამის რეაგირებას, ეხება ეს ადეიშვილს, კეზერაშვილს, ნებისმიერ სხვა დამნაშავეს, ესენი არიან უმძიმეს დანაშაულებში მსჯავრდებული პირები. ეს არ არის მარტივი დანაშაულები. საქმე გვაქვს ბიზნესის რეკეტთან, მკვლელობის დაფარვასთან, პატიმრების წამებასთან. ეს არ არის უბრალო დანაშაულები. როდესაც ასეთი ადამიანები თავისუფლად გადაადგილდებიან ევროპის ქვეყნებში, რა თქმა უნდა, საზოგადოებაში ჩნდება კითხვები თუ რამდენად არის ევროპული ბიუროკრატია სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპის ერთგული. მითუმეტეს, შეგახსენებთ, რომ ზოგიერთი ეს ადამიანი დღესაც არის ეჭვმიტანილი უმძიმეს დანაშაულებში, ევროპელი პენსიონერების წინააღმდეგ. როდესაც ამ ფონზე, ასეთი ადამიანები სარგებლობენ თავისუფალი მიმოსვლით ევროპის ქვეყნებში, რა თქმა უნდა, რჩება კითხვისნიშანები. მე ვერავის მივმართავ ამასთან დაკავშირებით მაგრამ, როგორც ვიცი, პროკურატურას აქვს შესაბამისი მიმართვები წარდგენილი დანარჩენი არის სამართლებრივი პროცედურების საქმე“,- აღნიშნა კობახიძემ.

მოხდება თუ არა ზურაბ ადეიშვილის ექსტრადირება ქვეყანაში 12 წლის შემდეგ? - საქართველოს პროკურატურა ყოფილი მაღალჩინოსნის დაკავებას და მისი საქართველოსთვის გადმოცემას ითხოვს. "ოცნების" რამდენიმედღიანი კამპანია  ირაკლი შოთაძემ დაასრულა. გენერალურმა პროკურორმა შესაბამისი მოთხოვნა გერმანიისა და ბელგიის უწყებებს გაუგზავნა. 

მსგავსი სიახლეები