აპირებს თუ არა სარჯველაძე მოადგილეების შეცვლას - რას ამბობს ჯანდაცვის მინისტრი

12.03.24 11:23
აპირებს თუ არა სარჯველაძე მოადგილეების შეცვლას - რას ამბობს ჯანდაცვის მინისტრი

მიხეილ სარჯველაძის პირველი სამუშაო დღე ჯანდაცვაში - მინისტრი ამბობს, რომ უპირველესი ინსტრუქცია, რაც პრემიერისგან მიიღო არის ის, რომ გადაწყვეტილების მიღება მოხდეს როგორც სამედიცინო საზოგადოების, ისე ყველა დაინტერესებული პირის მეტი ჩართულობით.

მისივე თქმით, კონკრეტულ გეგმებზე საუბარი გაუჭირდება, სანამ უწყებაში არსებულ ვითარებას სრულად არ გაეცნობა.

რაც შეეხება აპირებს თუ არა მოადგილეების ცვლილებას, სარჯველაძე განმარტავს: „გვექნება ამასთან დაკავშირებით კონსულტაციები, უახლოეს მომავალში შეიტყობს საზოგადოება”.

„ერთი, რაც შემიძლია ვთქვა, უპირველესი ინსტრუქცია, რაც მიღებული მაქვს პრემიერისგან გახლავთ ის, რომ გადაწყვეტილების მიღება მოხდეს რაც შეიძლება მეტი ჩართულობით, როგორც სამედიცინო საზოგადოების, ისე ყველა დაინტერესებული პირის. მაქსიმალური გახსნილობა, ეს არის მთავარი მახასიათებელი ჩვენი მუშაობისთვის. რაც შეეხება კონკრეტულ გეგმებს, დრო დამჭირდება არსებული მდგომარეობის გასაცნობად. ამის მიხედვით შემეძლება კონკრეტული ინფორმაციის მოწოდება.

მთავარი განმსაზღვრელია პაციენტის საუკეთესო ინტერესების მაქსიმალურად დაცვა. ეს არის მთავარი ღერძი, რომელზეც დაშენდება ყველა შემდგომი გადაწყვეტილება”, - აღნიშნა სარჯველაძემ.

 

მსგავსი სიახლეები