რატომ შეარჩია კობახიძემ მის წარმომადგენლებად კრემლთან დაახლოებული პირები? - რას ამბობენ "ოცნებაში"
"ქართული ოცნება" ამტკიცებს, რომ რუსეთთან მომლაპარაკებლის პოსტზე გიორგი ქაჯაიას დანიშვნასთან დაკავშირებული კითხვები არარელევანტურია. ხელისუფლება ამბობს, რომ ბუნებრივია, როდესაც მსგავს პოსტებს ისეთი ადამიანები იკავებენ, ვისაც რუსეთთან ურთიერობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვთ. ბექა ოდიშარიას თქმით, ახალი სისხლი, მეტადრე ასეთ სენსიტიურ თემებზე,რ ოგორც ოკუპანტთან ურთიერთობაა, მნიშვნელოვანია.
ბატონი ზურაბ აბაშიძე არის ღვაწლმოსილი დიპლომატი და ზოგადად, მოღვაწე და მას ჰქონდა სურვილი არა მხოლოდ ახლა, არამედ ბატონი ღარიბაშვილის დროსაც, რომ ჩანაცვლებულიყო. ახალი სისხლი ყოველთვის კარგი, მითუმეტეს, ასეთ სენსიტიურ ფორმატებში. თუ გინდათ, ჰკითხეთ, მერკვილაძეს ჩაანაცვლეს საგარეო საქმეთა სამინისტრო, მიმართეთ საგარეო საქმეთა სამინისტროს. რაც შეეხება ქაჯაიას, გეუბნებით, რომ ახალი სისხლი ყოველთვის საჭიროა და აუციბლებლად წაადგება საქმეს, განსაკურებით ასეთი ფორმატების მოქმედებისას, - ამბობს ბექა ოდიშარია.
კითხვის ნიშნების არ არსებობის შესახებ საუბრობს არჩილ თალაკვაძეც. მისი თქმით, თანამდებობის პირების შეცვლა ბუნებრივი პროცესია და ამაში გასაკვირი არაფერია.
ეს ალბათ მხოლოდ თქვენთვის გახდა გასაკვირი, თორემ მე მინდა დაგარწმუნოთ, რომ ყველა ევროპული ხელისუფლება იღებს საკადრო გადაწყვეტილებებს დიპლომატიაში იმის მიხედვით, თუ რა გამოცდილება აქვთ და რომელ ქვეყანასთან ურთიერთობის გამოცდილება აქვს ამა თუ იმ დიპლომატს. ამაში არაფერი არაბუნებრივი არ არის. პლიუს ამას, ბატონმა აბაშიძემ განმარტა თანამებობის შეცვლის მიზეზები. რაღაც იწყება, რაღაც მთავრდება. მან ჩათვალა საჭიროდ, რომ დრო იყო, ეს რო მომხდარიყო. თანაც, ეს მიმართვა მან გააკეთა წინა პრემიერ-მინისტრის პერიოდში. შესაბამისად, კითხვის ნიშანი მოხსნილია, - ამბობს თალაკვაძე.
"ოცნების" გენერალური მდივანი კი ისევ ამტკიცებს, რომ ხელისუფლება გადაწყვეტილებებს ქვეყნის ინეტერსებიდან გამომდინარე იღებს.
მე არ ვიცნობ აღნიშნულ პიროვნებას, გამიჭირდება შეფასებების გაკეთება. რუსეთთან ფრენების აღდგენას რაც შეეხება, ამასთან დაკავშირეით აარერთი განცხადება იქნა გაკეთებული და კიევ ერთხელ მინდა ავხსნა ის, რომ ჩვენ გამოვდივართ ჩვენი ქვეყნის ინტერსებიდან გამომდინარე. ეს ეხება იგივე, სანქციების მიერთება-არმიერთების საკითხს, იგივე ფრენების აღდგენა-აღდგენას და ა.შ. თუმცა, ძალიან ბევრია სამუშაო ამ მიმართულებით. პირველ რიგში იმისთვის, რომ მოხდეს დეოკუპაცია, მოხდეს ჩვენი ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა და ეს არის დღეს ყველაზე მთავარი, - ამბობს კალაძე.
კარასინი- აბაშიძის ფორმატი კარასინი-ქაჯაიას ფორმატად გარაიქმნა. ზურაბ აბაშიძე სპეციალური წარმომადგენლის პოსტზე გიორგი ქაჯაიამ ჩაანაცვლა. საუბარია დიპლომატზე, რომლის საქმიანობაზე არაფერი იძებნება და რომელიც ბოლო 4 წელი მოსკოვში საქართველოს სექციას ხელმძღვანელობდა.
თბილისში არ გამორიცხავენ, რომ ქაჯაიას კანდიდატურას კარასინიც ლობირებდა და შესაბამისად რუსეთთან ურთიერთობები ახალ ეტაპზე გადადის. კიდევ უფრო საინტერესოა ვინ შეცვლის ქაჯაიას მოსკოვში. მამუკა მერკვილაძეს არანაკლები კავშირები აქვს კრემლის მაღალჩინოსნებთან. მის ოჯახში ინახება რუსეთის თავდაცვის მინისტრის მიერ გადაცემული ჯილდოებიც. მერკვილაძე აქტიურად მონაწილეობდა იმ მოლაპარაკებებში, სადაც რუსეთიდან ფრენების აღდგენის საკითხი განიხილებოდა.