არახამია საქართველოს მიმართ უსამართლო და აგრესიული განცხადებებით გამოირჩევა - თალაკვაძე

12.03.24 13:23
არახამია საქართველოს მიმართ უსამართლო და აგრესიული განცხადებებით გამოირჩევა - თალაკვაძე

"ოცნების" წევრი არჩილ თალაკვაძე დავით არახამიას განცხადებებს საქართველოს მიმართ უსამართლოს და აგრესიულს უწოდებს.

მმართველი გუნდის ლიდერი ამბობს, რომ განცხადებების სერია, რომ საქართველო თითქოს რაიმე სანქციას არღვევს, ეკუთვნის იმ ხაზს, რომელსაც "ნაციონალური მოძრაობა" და მათი ლობისტური ჯგუფი საზღვარგარეთ ავითარებს.

არახამია და პოლიტიკოსების ის ჯგუფი, რომელიც გამოირჩევიან საქართველოს მიმართ უსამართლო და აგრესიული განცხადებებით, გამოხატავენ ისეთ პოზიციას, რომელიც არც ჩვენი ქვეყნების, არც ჩვენი ხალხების, მეგობრობას არ შეესაბამება და განცხადებების სერია, რომ საქართველო თითქოს რაიმე სანქციას არღვევს, ეს ეკუთვნის ერთადერთ ხაზს, რომელსაც ავითარებს "ნაციონალური მოძრაობა" და მათი ლობისტური ჯგუფი საზღვარგარეთ", - ამბობს თალაკვაძე.

დავით არახმიამ "ოცნების" ხელისუფლებას ურთიერთობების ნორმალიზაციისთვის კონკრეტული გეგმა შესთავაზა - ამ გეგმის ნაწილად კი სააკაშვილის გათავისუფლება, რუსეთთან პირდაპირი ფრენების შეწყვეტა და რუსეთისთვის სანქციების თავიდან არიდების დახმარების შეწყვეტა დაასახელა.

მსგავსი სიახლეები