"მავნებლური, მტრული დამოკიდებულება" - ოდიშარია არახამიას განცხადებაზე
მავნებლური და მტრული - ასე აფასებს დავით არახმიას განცხადებას "ქართული ოცნების" წევრი ბექა ოდიშარია.
ოდიშარიას თქმით, არახამიას მსგავსი განცხადებები არახალია და არ აპირებს ამაზე პასუხის გაცემას.
არახამიას მავნებლური განცხადებები, მისი არაკვალიფიციური და მტრული დამოკიდებულება საქართველოს და საქართველოს ხელისუფლების მიმართ არახალია, ამიტომ, ვინაიდანაც და რადგანაც ჩვენ უკრაინელ ხალხს და უკრანულ სახელმწიფოს მხარს ვუჭერთ დღემდე და სამწუხაროდ, ცალმხრივი მეგობრობის რეჟიმში ვაგრძელებთ ურთიერთობებს, არახამიას, რომელიც თავისი განცხადებებით არახალია, პასუხს ახლა არ გავცემდი", - ამბობს ბექა ოდიშარია.
დავით არახმიამ "ოცნების" ხელისუფლებას ურთიერთობების ნორმალიზაციისთვის კონკრეტული გეგმა შესთავაზა - ამ გეგმის ნაწილად კი სააკაშვილის გათავისუფლება, რუსეთთან პირდაპირი ფრენების შეწყვეტა და რუსეთისთვის სანქციების თავიდან არიდების დახმარების შეწყვეტა დაასახელა.