სააკაშვილის უკრაინისთვის გადაცემა ჰუმანური გადაწყვეტილება იქნებოდა - დეკანოიძე

12.03.24 13:32
სააკაშვილის უკრაინისთვის გადაცემა ჰუმანური გადაწყვეტილება იქნებოდა - დეკანოიძე

სააკაშვილის უკრაინისთვის გადაცემა ჰუმანური გადაწყვეტილება იქნებოდა - ამის შესახებ "ევროოპტიმისტების" წევრმა ხატია დეკანოიძემ განაცხადა.

რაც შეეხება სანქციებს, რაზე დავით არახამია საქართველოსთან მიმართებით საუბრობს, დეკანოიძე ამბობს, რომ, თუ საქართველოს ხელისუფლება ამ ეჭვებს დახურავს, ეს განსაკუთრებით კარგი იქნება ყველასთვის.

მიხეილ სააკაშვილი არის უკრაინის მოქალაქე და ვფიქრობ, ძალიან ჰუმანური გადაწყვეტილება იქნებოდა, რომ ჯანმრთელობის მდგომარეობის შესაბამისად, რომელიც მთელი ამ პერიოდის განმავლობაში მსჯელობის საგანი იყო, უკრაინას მკურნალობისთვის გადასცემოდა მისი მოქალაქე მიხეილ სააკაშვილი. რაც შეეხება სანქციებს, თუ საქართველოს ხელისუფლება დახურავს ამ ეჭვებს, ეს იქნება განსაკუთრებით კარგი, ყველა ადამიანისთვის", - ამბობს ხატია დეკანოიძე.

დავით არახმიამ "ოცნების" ხელისუფლებას ურთიერთობების ნორმალიზაციისთვის კონკრეტული გეგმა შესთავაზა - ამ გეგმის ნაწილად კი სააკაშვილის გათავისუფლება, რუსეთთან პირდაპირი ფრენების შეწყვეტა და რუსეთისთვის სანქციების თავიდან არიდების დახმარების შეწყვეტა დაასახელა.

 

მსგავსი სიახლეები