სააკაშვილი უსამართლო სასამართლოს და უსამართლო რეჟიმის ტყვეობაშია, აუცილებელია მისი გათავისუფლება - მანჯგალაძე

12.03.24 13:36
სააკაშვილი უსამართლო სასამართლოს და უსამართლო რეჟიმის ტყვეობაშია, აუცილებელია მისი გათავისუფლება - მანჯგალაძე

"სტრატეგია აღმაშენებლის" წევრის, პაატა მანჯგალაძის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილი უსამართლო სასამართლოს და უსამართლო რეჟიმის ტყვეობაშია.

მანჯგალაძის თქმით, მესამე პრეზიდენტის გათავისუფლება, აუცილებელია.

საქართველოს მომავლისთვის, თანხმობისთვის, რომ არ იყოს ქვეყანაში მუდმივი კინკლაობა და დაძაბულობა, უნდა გათავისუფლდეს მიხეილ სააკაშვილი. აი ამ ნაწილში, ნამდვიალდ შემიძლია ვთქვა, რომ მიხეილ სააკაშვილი არის უსამართლო სასამართლოს და უსამართლო რეჟიმის ტყვეობაში და აუცილებელია მისი გათავისუფლება", - აცხადებს პაატა მანჯგალაძე.

დავით არახმიამ "ოცნების" ხელისუფლებას ურთიერთობების ნორმალიზაციისთვის კონკრეტული გეგმა შესთავაზა - ამ გეგმის ნაწილად კი სააკაშვილის გათავისუფლება, რუსეთთან პირდაპირი ფრენების შეწყვეტა და რუსეთისთვის სანქციების თავიდან არიდების დახმარების შეწყვეტა დაასახელა. 

მსგავსი სიახლეები