გელათზე დასაწყებია გამოძიება - დეა მეტრეველი

12.03.24 13:50
გელათზე დასაწყებია გამოძიება - დეა მეტრეველი

საგანგაშო მდგომარეობა და 21 კრიტიკული კერა გელათში - "ლელოს" წევრი დეა მეტრეველი ხელისუფდლების მხრიდან უპასუხისმგებლობაზე საუბრობს და დაუყოვნებლივ გამოძებას მოითხოვს.

მეტრეველის თქმით, გელათში რაც ახლა ხდება იმის შედეგია, რომ ისტორიული ძეგლის სარეაბილიტაციო სამუშაოების ზედამხედველობა იურისტებს ჩაატარებინეს.

დასაწყებია გამოძიება და აუცილებლად, ყველა კითხვას უნდა გაეცეს პასუხი - სად იყო კულტურის სამინისტრო 5 წლის განმავლობაში. სად იყო ხელისუფლება, რომელიც ალბათ დაკავებული იყო ხელისუფლების მიტაცებით ამ 5 წლის განმავლობაში, არჩევნების გაყალბებით, ექსპერტების, პროფესიონალი კადრების, განსხვავებული აზრის ადამიანების სამინისტროდან გაშვებით. გელათში იურისტებს ჩაატარებინეს სარეაბილიტაციო სამუშაოების ზედამხედველობა", - ამბობს დეა მეტრეველი.

დღეს დილიდან გელათში გერმანელი, ინგლისელი და იტალიელი ექპერტები იმყოფებიან - გამოვლენილია 21 კრიტიკული კერა.

როგორ გაგრძელდება გელათში სარეკონსტრუქციო სამუშაოების განხორციელება, ეს უახლოეს დღეებში გახდება ცნობილი. რამდენიმე თვეში კი დაიდება დასკვნა, რა უნდა ეშველოს მოზაიკას. რაც შეეხება გადახურვას, ექსპერტები ამბობენ, რომ გადახურვაზე სარეკონსტრუქციო სამუშაოების დაწყება არის დაუყოვნებლივ საჭირო, რადგან ის ფაქტი, რომ კედლები დღემდე სველდება გელათში, ეს კიდევ უფრო აუარესებს კედლის მხატვრობის და მოზაიკის მდგომარეობას.

მსგავსი სიახლეები