სპეკულაციური, არამეგობრული და მტრული - მდინარაძე არახამიას განცხადებაზე
სპეკულაციური და მტრული - ასე აფასებს დავით არახამიას განცხადებას "ოცნების" ლიდერი მამუკა მდინარაძე.
მდინარაძიის თქმით, უკრაინის უმაღლესი რადის დეპუტატის, ფრაქცია „ხალხის მსახურის“ ხელმძღვანელის გზავნილი არამეგობრული დამოკიდებულების გაგრძელება.
ერთი მოთხოვნა არის ძალიან სპეკულაციური, ძალიან ცუდი და ეხება კრიმინალ სააკაშვილს. მეორე მოთხოვნა ეხება საქართველოს მოქალაქეების დაზიანებას და მესამე მოთხოვნა არის ბინძური ტყუილი. ამიტომ, ამის იქით კომენტარსაც არ საჭიროებს.
არახამიას ასეთი დამოკიდებულება არის იმ არამეგობრული დამოკიდებულების გაგრძელება, რაც არა მხოლოდ არამეგობრულობას, არამედ ამ ქვეყნის მტრობას ნიშნავს", - აცხადებს მდინარაძე.
დავით არახმიამ "ოცნების" ხელისუფლებას ურთიერთობების ნორმალიზაციისთვის კონკრეტული გეგმა შესთავაზა - ამ გეგმის ნაწილად კი სააკაშვილის გათავისუფლება, რუსეთთან პირდაპირი ფრენების შეწყვეტა და რუსეთისთვის სანქციების თავიდან არიდების დახმარების შეწყვეტა დაასახელა.